workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კიკე სეტიენი: დღეს დაღლილობამ დიდი როლი ითამაშა

კიკე სეტიენი: დღეს დაღლილობამ დიდი როლი ითამაშა

ხოსე სორილიას სახელობის სტადიონზე კატალონიელებმა დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვეს, თუმცა მათი თამაშის ხარისხი კითხვის ნიშნებს კვლავაც ტოვებს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, მისი გუნდის თამაშსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მატჩის შემდეგ ისაუბრა.

“დაღლილობამ დღეს დიდი როლი ითამაშა. ძალიან ცხელოდა და ბევრ ფეხბურთელს შეგუება გაუჭირდა.“

“გრიზმანი დისკომფორტმა შესვენებაზე შეაწუხა და მთხოვა, რომ მეორე ნახევარში ის შემეცვალა. რაც შეეხება სუარესს, სათადარიგოთა სკამზე წინა თამაშებში საკმაო დატვირთვის შემდეგ იჯდა. მას მცირეხნიანი განტვირთვა სჭირდებოდა.“

“დიახ, მესიმ უნდა დაისვენოს. რაღაც კუთხით ამ საკითხზე დღესაც ვფიქრობდი, თუმცა 0-1 სახიფათო ანგარიშია. იმ შემთხვევაში, თუ უფრო დამაჯერებლად ვიქნებოდით წინ, მასაც შევცვლიდი.“

“პუჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი ფეხბურთელია.“

“ძალიან ვცდილობთ, რომ იმაზე უკეთესი გავხდეთ, ვიდრე ახლა ვართ. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული შანსებიდან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ.“

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Lasha71
    schedule 12 ივლ 2020, 15:57

    დაღლილობა კი არა რა ცვლილებები გააკეთე შე კვერცხო?!

  • Albicelecte
    schedule 12 ივლ 2020, 12:45

    პანდემიის პაუზის შემდეგ გუნდმა 28 დღეში 9 შეხვედრა ჩაატარა
    6 მოგება, 3 ფრე და 0 წაგება, ბურთები 17:5, დააგროვა 21 ქულა 27 შესაძლებელიდან
    აღმოჩნდა, რომ ჰქონდა ძალიან რთული კალენდარი
    გუნდში არიან დაშავებულები (დემბელე,უმთითი,დე იონგი)
    ასევე ვირთხები (არტური)
    და ასაკში შესული, 30 გადაცილებულების მთელი არმია

    სეტიენის ბრალი არმგონია, რომ ამის ფონზე რეალს პენალტებს უდებენ,მის მოწინააღმდეგეს ჩაგრავენ, არც პენალტებს აძლევენ და გოლებს უუქმებენ

    ნუ მაინც საჭიროა ცვლილებები, გაახალგაზრავება შემადგენლობის

  • me da barca
    schedule 12 ივლ 2020, 04:33

    შენ თავის მართლების მიზეზს რა გამოგილევს.