workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სეტიენს “ესპანიოლის” სეგუნდა დივიზიონში დაქვეითება მეორედ შეუძლია

სეტიენს “ესპანიოლის” სეგუნდა დივიზიონში დაქვეითება მეორედ შეუძლია

“ბარსელონა” ლა ლიგის მომდევნო ტურის შეხვედრას “ესპანიოლის” წინააღმდეგ გამართავს, კიკე სეტიენს მეორე ბარსელონური კლუბის სეგუნდა დივიზიონში გაშვების კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს.

პირველი მან გამოიყენა. საუბარია 1992/93 წლების სეზონის გათამაშებაზე, როდესაც “რასინგში” მოასპარეზე კიკე სეტიენი პრიმერა დივიზიონში დაწინაურებისთვის ფლეი-ოფში “ესპანიოლს” დაუპირისპირდა. კატალონიურმა კლუბმა ლა ლიგა მე-18 ადგილზე დაასრულა. მაშინ, ლა ლიგაში მე-17 და მე-18 ადგილზე გასული გუნდები ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის სეგუნდა დივიზიონის მე-2 და მე-3 ადგილოსნებთან ფლეი-ოფს მართავდნენ.

“რასინგმა” “ესპანიოლი” ორი მატჩის ჯამში 1-0 დაამარცხა. 35 წლის კიკე სეტიენმა ორივე მატჩი სრულად ჩაატარა. ეს “ესპანიოლისთვის” რიგით მეოთხე და, ჯერჯერობით, უკანასკნელი დაქვეითებაა.

თუ დღევანდელი მატჩი “ბლაუგრანამ” არ წააგო, “ესპანიოლი” დარჩენის თეორიულ შანსსაც დაკარგავს. შეხვედრა, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • njanka1977
    schedule 09 ივლ 2020, 08:20

    ჯოჯოხეთშიც გზა გქონიათ, იმედია ვეღარასდროს დაბრუნდებით პრიმერაში!

  • Don_Andresito
    schedule 08 ივლ 2020, 16:13

    შარშან დავწერე ესენი მანახა სეგუნდაში და არ მინდა ლა ლიგა თქო. მალაგაზე დავწერე იგივე, რეალის ძუკნები იყვნენ ეგენიც და ჰე ეგრე აგიხდეთ ყველაფერი. დაჟე ჩვენ ჩავაჭედებთ ბოლო ლურსმანს. იმედია ტამუდო უყურებს კარგად ამ თამაშს. პიკე გაისწორებს 😀 ეხლა უკვე 2ჯერ მეტი ფული ექნება ვიდრე მაგათ. ადიოს კორნელიია 😀

  • me da barca
    schedule 08 ივლ 2020, 15:46

    ფრეც კი არ შველის და თუ ეს ბარსამ წააგო მაშინ ამ ბარსას …
    რომც მოიგოს ეიბარის ერთი მოგება და ადიოს, 99%-ით სეგუნდაშია.

  • M10 S9 D11
    schedule 08 ივლ 2020, 15:30

    მიდი კიკე ეგ სიკეთე მაინც გააკეთე და ეს რეალის მონა გუნდი მოაშორე ლა ლიგას

    ციტატა: Pique_3
    მევიყო კიკე სეტიენი თუ დღეს მესიმ მინიმუმ დუბლი არ შეუსრულოს ჩინურ კატალონიას🤟


    პოკერს ველოდები მე სამი თამაშია არ გაუტანია

  • Pique_3
    schedule 08 ივლ 2020, 15:22

    მევიყო კიკე სეტიენი თუ დღეს მესიმ მინიმუმ დუბლი არ შეუსრულოს ჩინურ კატალონიას🤟