workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-ესპანიოლი – მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ესპანიოლი – მატჩისწინა მიმოხილვა

ლა ლიგის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და “ბარსელონას” 4 ისეთი თამაშის ჩატარება უწევს, წინა ხუთთან შედარებით, ერთი შეხედვით, ბევრად მარტივად რომ მოსჩანს.

პირველი ასეთი დაპირისპირება პრინციპულ მეტოქესთან, თანაქალაქელ “ესპანიოლთან” გვაქვს. თუმცა, თუთიყუშები ისეთ დღეში არიან, კიკე სეტიენის ნებისმიერი გუნდი ადვილად გაუსწორდებოდა, არა მხოლოდ “ბარსელონა”.

სათამაშო ფორმა

“ბარსელონას”, სეზონის განახლების შემდეგ ჩატარებულ 7 მატჩში, წაგება არ აქვს. თუმცა, კატალონიელებმა ქულები 3 თამაშში დაკარგეს, რამაც მათი საჩემპიონო შანსები მნიშვნელოვნად შეამცირა. ბოლო მატჩში, “ვილიარეალთან” თითქოს რთულ გასვლაზე, სეტიენის გუნდმა მისთვის უჩვეულოდ კარგი თამაში გვაჩვენა და იმედი ჩაგვისახა. ეს იმედი “ესპანიოლთან” გამოიცდება.

“ესპანიოლის” ფორმის, თამაშისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, “ბარსელონაზე” “წუწუნი” ცოტათი უხერხულიც კია. უკვე გადაწყვეტილია, რომ მე-2 ბარსელონური გუნდი, 1994 წლის შემდეგ პირველად, უმაღლესი დივიზიონიდან გავარდება. “თუთიყუშებს” ელიტაში დარჩენის თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ ამ შანსის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ “ბარსელონასთან” “კამპ ნოუზე” მოიგონ, ხოლო “ალავესმა”, “სელტამ” და “ეიბარმა” ვერ მოიგონ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი “ბარსელონას” ხელშია – არწაგება და “ესპანიოლი” მე-2 დივიზიონში ვარდება. და რატომ უნდა უნდოდეს “ბარსელონას” “ესპანიოლის” გავარდნა? – მომდევნო სეზონში, “რეალს” გარანტირებული 6 ქულა აღარ ექნება! (ბოლო 14 თამაშიდან, “რეალმა” “ესპანიოლს” 13 მოუგო).

“ესპანიოლს” ბოლო 5 თამაში წაგებული აქვს და ძნელი წარმოსადგენია, “ბარსელონასთან” სტუმრად მოიგოს, თუნდაც კიკე სეტიენის ფაქტორის გათვალისწინებით.

დანაკლისი

“ბარსელონას” დანაკლისიდან სერიოზული მხოლოდ ფრენკი დე იონგის არყოფნას ეთქმის. ჯანმრთელი უსმან დემბელე და სამუელ უმტიტი ბოლოს როდის შეამჩნიეს, ძნელი სათქმელია, ჟუნიორ ფირპო კი გუნდისთვის მნიშვნელოვანი წევრი არც არასდროს ყოფილა.

“ბარსელონას” განაცხადი.

“ესპანიოლს” დიდი ხნის უთამაშებელი პილა ავილა (ტრავმა) და შეტევაში ყველაზე ხშირად მოთამაშე ხონათან კალიერი (დისკვალიფიკაცია) დააკლდებიან.

ურთიერთშეხვედრები

“ბარსელონასა” და “ესპანიოლის” ურთიერთშეხვედრების ისტორია 209 მატჩს ითვლის. გასაკვირი არაა, რომ “ბლაუგრანას” დიდი უპირატესობა აქვს – 123 მოგება, 43 ფრე, 43 მარცხი, 405 გატანილი და 222 გაშვებული გოლი. აღსანიშნავია, რომ “ბარსას” ისტორიაში ყველაზე მეტი მოგება სწორედ “ესპანიოლთან” აქვს.

“ბარსელონას” დიდ უპირატესობაზე მეტყველებს ბოლო წლებში გამართული კატალონიური დერბების ისტორიაც. უკანსკნელი 21 დაპირისპირებიდან “ბლაუგრანამ” 16 მოიგო, ხოლო 5 ფრედ დასრულდა (ხუთივე “ესპანიოლის” სტადიონზე).

“ესპანიოლმა” “კამპ ნოუზე” ქულები ბოლოს 2009 წელს აიღო, როდესაც პეპ გვარდიოლას გუნდი ივან დე ლა პენიას დუბლით დაამარცხა. საინტერესოა, რომ იმ მატჩამდეც, “თუთიყუშები” ლა ლიგის ბოლო ადგილზე იყვნენ.

სტატისტიკა

  • “ბარსელონას”, ლა ლიგაში, ბოლო 29 საშინაო შეხვედრაში წაგება არ აქვს;
  • “ესპანიოლმა” ბოლო 5 თამაში წააგო;
  • “ბარსელონასა” და “ესპანიოლს” შორის “კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო 4 მატჩში “ბლაუგრანამ” კარის მშრალად შენახვა მოახერხა;
  • “ესპანიოლმა” ბოლო 4 თამაში ერთი ბურთით წააგო;
  • “ბარსელონას” მიერ ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში 2.5 გოლზე მეტი გადიოდა;

არბიტრი

შეხვედრის თავარი მსაჯი 36 წლის ხოსე მანუელ მუნუერა მონტერო იქნება.

მისი მონაწილეობით გამართულ შეხვედრებში “ბარსელონას” კარგი მაჩვენებელი აქვს – 8 მატჩში 7 მოგება და 1 ფრე, 30 გატანილი და 5 გაშვებული გოლი, მიღებული 16 ყვითელი და არცერთი წითელი ბარათი.

მუნუერასთან ერთად, წაგება არც “ესპანიოლს” აქვს – 4 მოგება და 5 ფრე, 13 გატანილი და 6 გაშვებული გოლი, 16 ყვითელი და 1 წითელი ბარათი.

მწვრთნელების კომენტარები

კიკე სეტიენი: “რა თქმა უნდა, შეგვიძლია ლა ლიგის მოგება, შანსი მცირეა, მაგრამ იმედი ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ. არ არის იმაზე ფიქრი საჭირო, მეტოქე რას იზამს, ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ და “რეალს“ მაქსიმალურ წნეხში ვამყოფებთ.” სეტიენის სრული კომენტარი.

ფრანსისკო რუფეტე: “ღირსება უნდა დავიცვათ, რადგან ბევრ ადამიანს წარმოვადგენთ და ასევე იმის გამოც, რომ წინ დერბი გველის.”

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-1-2): ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, ვიდალი (რაკიტიჩი), ს. რობერტო (პუჩი), მესი, გრიზმანი, სუარესი.

ესპანიოლი (4-2-3-1): დ. ლოპესი, ხ. ლოპესი, ესპინოსა, კაბრერა, ვილა, როკა, ლოპესი, მელენდო, დარდერი, ემბარბა, ტომასი.

პროგნოზი

WhoScore: 3-1

Sportsmole: 4-0

Sportskeeda: 4-0

Squawka: 3-0

ტრანსლაცია

თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და www.silksport.ge (უფასოდ) წარმოგიდგენთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 20 ნოე 2021, 19:33

    გავიმეორებ იმას, რაც სელტასთან თამაშის წინ დავწერე. ირბენენ მოიგებენ. ჩაეძინებათ მოედანზე წააგებენ.
    სწორედ ასე მოხდა იმ თამაშში ირბინეს 3-0 იგებდნენ, დაიძინეს და 0-3 წააგეს მეორე ტაიმში.

  • me da barca
    schedule 20 ნოე 2021, 15:25

    წაგებას და ფრეს კარგი ნომრები დაუთრევიათ (44) და ეს დიდი ხნით უნდა დავტოვოთ.

    ორივეს 17 ქულა აქვს, ბურთების სხვაობით ვაჯობეთ და ამის წყალობით ვართ ამათზე ზემოთ. ვერ ვიხსენებ როდის ჰქონდა ბარსას +4 ბურთები შეფარდება, ეს სირცხვილია.

  • nikusha
    schedule 20 ნოე 2021, 13:02

    ტერ შტეგენი
    მინგესა-არაუხო-გარსია-ალბა
    ნიკო-ბუსკეტსი-დე იონგი
    გავი-აბდე ელზაზური-მემფისი

    გავი-დემირი
    აბდე-ლ.დე იონგი
    ნიკო-რობერტო
    მინგესა-დესტი
    დე იონგი-კოუტინიო

  • EL MAESTRO 6
    schedule 20 ნოე 2021, 12:17

    მოუთბენლად ველოდები თამაშის დაწყებას

  • nikusha
    schedule 08 ივლ 2020, 19:37

    შტეგენი
    სემედო პიკე ლენგლე ალბა
    რობერტო ბუსკეტსი არტური
    მესი
    გრიზმანი სუარესი

  • მსლ
    schedule 08 ივლ 2020, 12:46

    ციტატა: me da barca
    დროა მესიმ გაუბაბანოს.


    მესი ისედაც უბაბანებს. მთავარი ჩემი აზრით გრიზმანია რას იზამს.

  • carles puyol 5
    schedule 08 ივლ 2020, 10:28

    შტეგენი
    სემედო პიკე ლენგლე ალბა
    რობერტო ბუსკეტსი პუჩი
    მესი
    გრიზმანი სუარესი

  • me da barca
    schedule 08 ივლ 2020, 01:20

    დროა მესიმ გაუბაბანოს.