მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საცირკო წარმოდგენების კომპანია Cirque du Soleil, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, ლეო მესის წარმოდგენა მიუძღვნა, გაკოტრდა.
Cirque du Soleil-მ დადგა 90-წუთიანი (ორი 45-წუთიანი მოქმედება) წარმოდგენა, სახელწოდებით Messi10, რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა.
მესიზე წარმოდგენის დადგმით, კომპანიამ კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ კოროანვირუსის პანემიამ პრობლემა Cirque du Soleil-საც შეუქმნა. კომპანიას საცირკო წარმოდგენების დადგმა აეკრძალა, რის გამოც, Cirque du Soleil იძულებული გახდა დაახლოებით 3500-მდე თანამშრომელი გაეთავისუფლებინა. ახლახანს კი, ABC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, Cirque du Soleil-მ გაკოტრები საქმე აღძრა.



