არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, გაბრიელ მილიტომ, დროზე ადრე მოირინა ტრავმა. შეგახსენებთ, რომ 30 წლის მცველმა მუხლი დაიზიანა 30 აპრილს, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში. თუ ადრე მედიკოსები მიიჩნევდნენ, რომ გაბრიელისთვის სეზონი დასრულებეული იყო, ახლა უკვე გარკვევით აცხადებენ მილიტოს სრულ მზადყოფნაზე “უემბლისთვის”.
ოთხშაბათს მან სრული დატვირთვით ივარჯიშა მთავარ გუნდთან ერთად. შესაძლოა იგი ვიხილოთ ლა ლიგის 38–ე ტურში, “მალაგას” წინააღმდეგ მატჩში. ერთი რამ კი ახლაც ნათელია, არგენტინელი გაბირელ მილიტო სრულ მზადყოფნაში შეხვდება ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომელიც გაიმართება ლონდონში, “უემბლიზე”, “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ.
