ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტა: ”მესი მარადონას და კრუიფის ნაზავია”

ლაპორტა: ”მესი მარადონას და კრუიფის ნაზავია”


მესი

”ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გადაწყვიტა ლეო მესის სიდიადის შესახებ  ესაუბრა: ”მე ვფიქრობ, რომ ლეო მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ის ისეთია, როგორებიც 50 წელში ერთხელ იბადებიან. ჩემთვის ის მარადონას და კრუიფის ნაზავია”.

კანტერა

ასევე ლაპორტამ კანტერას როლზე ისაუბრა, სადაც ლეო მესი გაიზარდა: ”ბარსელონა” არის კლუბი რომელიც ზრდის და ყიდულობს ფეხბურთელებს. ჩვენ ფეხბურთელებს არ ვყიდით ტყუილად. იმ შემთვევაში, ლეო რომ გაგვეყიდა ახლა მისი ყიდვა შუძლებელი იქნებოდა. მას თანყოლილი ნიჭი აქვს, რის გამოც ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია”.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი

ლაპორტამ მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებაც ისაუბრა: ”ყველასადმი პატივისცემის მიუხედავად მიმაჩნია, რომ ”ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. მიუხედავად ამისა ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მოუთმენლად ველი ამ ფინალს, რომლითაც ფეხბურთი მხოლოდ მოიგებს, რადგანაც მსოფლიოს 2 საუკეთესო გუნდი ხვდება ერთმანეთს”.

იუნისეფი

”ბოლო შვიდი წლის მანძილზე ჩვენ გვწამდა იმის, რასაც ვაკეთებდით. ჩვენ გვჯერა იმის, რომ კლუბმა უნდა გასცეს ის, რასაც იღებს. ამიტომაც გავაფორმეთ იუნისეფთან კონტრაქტი. ვეხმარებით მათ, ვისაც სჭირდება, განსაკუთრები კი ბავშვებს”.

კლუბის მართვა

ლაპორტამ აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კლუბის მართველები იყვენენ თავიანთი საქმის პროფესიონალები, პატივს სცემდნენ კოლეგებს და აცნობიერებდნენ ორგანიზაციის სიდიადეს: ”ამის გაკეთება ყველგან შეიძლება, მაგრამ საჭიროა გარკვევით წარმოადგინო, რომ აუცილებელია გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, იყო გადამწყვეტი და იყო მომთმენი”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში