workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის გოლის 5 უჩვეულო აღნიშვნა და მათი მნიშვნელობები

მესის გოლის 5 უჩვეულო აღნიშვნა და მათი მნიშვნელობები

მესის ანგარიშზე უკვე 700 გოლია. თითოეულის განსხვავებულად აღნიშვნის საშუალება არგენტინელს წარმოუდგენელია რომ ჰქონოდა. ამისათვის მას უბრალოდ ფანტაზიაც არ ეყოფოდა. 

თავდაპირველად ხელების ცისკენ მიპყრობით იგი გოლებს თავის ბებიას უძღვნიდა. თუმცა, უკანასკნელ ხანებში რამდენიმე საინტერესო და ერთი შეხედვით უჩვეულო აღნიშვნაც შემოგვთავაზა. 

თითის გატკაცუნება

მარველის კინო-კომიქსებიდან, მათი მთავარი ბოროტმოქმედის, თანოსის ეს ცნობილი ჟესტი, რა საკვირველია, საყოველთაოდ ცნობილია.

ლეო “ატლეტიკოსთან” პანენკას სტილში შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ კამერის წინ დადგა და თანოსის სტილში თითები გაატკაცუნა, რაც “კამპ ნოუს” დაცარიელებული ტრიბუნების ფონზე კიდევ უფრო შესაფერისი ჩანდა.

blog_image

დოინჯითა და ზევით მიმართული საჩვენებელი თითით დადგომა

“ლეგანესთან” თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან 699-ე გოლის გატანის შემდეგ, ლეომ გოლი ცისკენ მიპყრობილი თითითა და დოინჯით დგომში აღნიშნა.

თავდაპირველად, “ბარსას” გულშემატკივართათათვის ამ ჟესტის მნიშვნელობა უცნობი იყო, თუმცა, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, არგენტინელმა ვიდეო-თამაშებში თავისი შვილების საყვარელი პერსონაჟი განასახიერა.

blog_image

თავზე ხელის დარტყმა და კოცნა

2018 წლეს “ბარსამ” “უემბლიზე” ტოტენჰემი ანგარიშით 4-2 დაამარცხა. იმ შეხვედრაში კატალონილებმა მართლაც შთამბეჭდავი პერფორმანსი შემოგვთავაზეს. 

90-ე წუთზე, მესიმ კამერასთან მიირბინა და თავზე ხელის რამდენიმეჯერ დარტყმითა და კოცნით, მეოთხე გოლი აღნიშნა.

ეს უჩვეულო სტილიც მისი შვილების მისამართით იყო განკუთვნილი. როგორც ცნობილი გახდა, ოჯახში ისინი ამ სტილში ხშირად თამაშობდნენ.

blog_image

ცერა თითით აღნიშვნა

ეს საკმაოდ მარტივი გამოსაცნობია, თუ რას ეძღვნებოდა. მადრიდის “ატლეტიკოსთან” 77 წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი ლეომ მის ვაჟს მიუძღვნა. 

მატეო ორი დღის შემდეგ დაიბადა.

blog_image

მე ვარ G.O.A.T

თამამად შეიძლება ითქვა, რომ ეს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელ აღნიშვნაა. 

გაიტანო მატჩის უკანასკნელ წამებზე “სანტიაგო ბერნაბეუზე”, დაადუმო 80000 გულშემატკივარზე მეტი და გოლი ასე ცივსისხლიანად და ეპიკურად აღნიშნო, ეს მხოლოდ ლიონელ მესის შეუძლია.

მაისურის გახდისთვის კაპიტანმა ყვითელი ბარათი მიიღო, მარამ, დამეთანხმებით, ეს ამად ღირდა.

blog_image

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • miqens
    schedule 05 ივლ 2020, 15:33

    ტიპი გენიაა..

  • M10 S9 D11
    schedule 04 ივლ 2020, 23:04

    ბოლო აღნიშვნა ბერნაბეუს სამუდამოდ დაამახსოვრდება