“შალკეში” განათხოვრებული, ჟუან მირანდა, უახლოეს დღეებში “ბარსელონაში” დაბრუნდება. მიუხედავად გერმანელების სურვილისა, “ბარსამ” კონტრაქტი არენდაზე აღარ გაახანგრძლივა, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მირანდა სჭირდება.
ანდალუზიელმა მცველმა, “შალკეში” 11 შეხვედრა ჩაატარა (781 წუთი). “ბარსამ”, ჟუან მირანდა 2014 წელს, “ბეტისიდან” შეიძინა და მას შემდეგ ფეხბურთელი, B გუნდში პროგრესირებდა. მთავარ გუნდში მისი დებიუტი, 2018/19 წლების სეზონში, კოპა დელ რეიზე, “ლეონესასთან” დაპირისპირებაში შედგა.
მირანდა, “ტოტენჰემთან” დაპირისპირების წინ, ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც მოხვდა.

არ მახსენდება ამისგან რაიმე იმედის მომცემი თამაში…
ეს გაყიდონ სჯობს.. იუვეს უნდოდა როგორც მახსოვს და გაატანონ.. აკიემე უკეთესია ამაზე და დააწინაურონ ის