მიუნხენის “ბაიერნის” ექს-მოთამაშემ, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა, “ბარსელონას” არგენტინელი კაპიტანი, ლიონელ მესი შეაქო.
“ვერ ვიჯერებ, რომ მესის არგენტინაში აკრიტიკებენ. თუ თქვენ ის არ მოგწონთ, მაშინ მესის ნებისმიერ დროს შეუძლია, ჩვენთან, გერმანიაში წამოვიდეს. ჩვენ მას ხელგაშლილი დავხვდებით და პასპორტს გადავცემთ.
დისკუზია თემაზე, მარადონა უფრო უკეთესია თუ მესი? არგენტინას ძალიან გაუმართლდა ასეთი დიდებული მოთამაშეების ყოლით, არგენტინელები დღემდე მსჯელობენ რომელია უკეთესი. თქვენ მსოფლიოს ორი საუკეთესო მოთამაშე გყავთ.” – მათეუსის სიტყვებს La Nacion ციტირებს.




ეეჰ მესის ყველაზე დიდი შეცდომაა მაგ სალობიე ნაკრებში თამაში როგორ ეხვეწებოდა ესპანეთი ნაკრებში ითამაშეო
გერმანელებმა იციან ღირსეულის დაფასება, შედეგიც აქვთ როგორც ფეხბურთში, ისე სხვა სფეროებშიც
მესი იტალიური წარმოშობისაა, ისევე, როგორც ანხელ დი მარია
მაგას რომ სკუარდაში ეთამაშა… დი მარიასთან ერთად… ან სულაც მის გარეშე
2006 წელს მუნდიალს მოიგებდა
2008/2012 წელს ესპანეთის ევროპა დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ
2016 წელს ევროპას მოიგებდა
2014 წელს კიდევ კაცმა არ იცის რა მოხდებოდა
გერმანელებს დაფასება არ ეშლებათ,უფრო სწორად,ყველაზე უკეთ იციან.როდესაც მესიმ მიულერის "მიუღწეველი" რეკორდი მოხსნა და 91 გოლი გაიტანა ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მუზეუმში გამოჰკიდა მესის მაისური. ამას მათ გარდა არავინ გააკეთებდა,თუმცა…..ვნახოთ რას იზამს სანტოსი როცა მესი 644 გოლს გაიტანს ბარსას მაისურით😂😂😂😂