“ბოკა ხუნიორსის” არგენტინელმა შემტევმა, კარლოს ტევესმა, დაასახელა ის მოთამაშეები, რომლებსაც მის გამოსამშვიდობებელ მატჩში მოიწვევდა.
“ამ გუნდში იქნებოდნენ: ბუფონი, უგო იბარა, რიო ფერდინანდი, გაბრიელ ჰაინცე, პატრის ევრა, ანდრეა პირლო, პოლ სქოულზი, პოლ პოგბა, კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი და უეინ რუნი.
რა თქმა უნდა, არგენტინაში მხოლოდ “ბოკა ხუნიორსში” ვითამაშებ, თუმცა ნებისმიერ დროს დავბრუნდებოდი “ვესტ ჰემში”, ევროპაში ყველაზე მეტად ეს გუნდი მიყვარს.” – ტევესის სიტყვებს Marca ციტირებს.