ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“კამპ ნოუზე” მაყურებელთა რაოდენობამ 2.7%–ით იმატა

“კამპ ნოუზე” მაყურებელთა რაოდენობამ 2.7%–ით იმატა

“კამპ ნოუზე” მიმდინარე წელს დაფიქსირდა მაყურებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა. ეს ციფრები შეადგენს 79,390–ს საშუალოდ 1 მატჩში, რაც 2.7%–ით მეტია წინა სეზონის დასწრებათა რიცხვზე.

 

“ბარსელონას” გულშემატკივართა რიცხვმა ტერასებზეც იმატა. იმ შემთხვევაში თუ სტადიონზე ადგილი აღარაა, საშუალოდ 2158 მაყურებელი იყრის თავს ტერასაზე. წინა წლის დასწრებათა რიცხვი “კამპ ნოუზე” შეადგენდა 77,033–ს.

 

80,000–ზე მეტი გულშემატკივარი 9 მატჩში  

 

19 გამართული თამაშიდან 9–ში მაყურებელთა რიცხვი 80,000–ს აღემატებოდა. მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა 29 ნოემბერს, როდესაც “ბარსელონამ” 5:0 დაამარცხა მადრიდის “რეალი”. მატჩს 98,255 ადამიანი ადევნებდა თვალს.

 

“კლასიკოს” გარდა კიდევ 8 მატჩში დაფიქსირდა 80,000 გულშემატკივარზე მეტი. ქრონოლოგიურად ეს მატჩები ასე გამოიყურება: “ვალენსია” 87975,  “სევილია” 81020, “ატლეტიკო” 84766, “ატლეტიკი” 83533, “ხეტაფე” 81913, “ალმერია” 80432 და “ესპანიოლი” 89994.

 

მეტი მაჩვენებელი წინა სეზონებთან შედარებით  

 

ეს მაჩვენებელი (79,390) მხოლოდ 2009/2010 წლის სეზონზე მეტი არ არის, არამედ გვარდიოლას სადებიუტო სეზონზეც. იმ დროს საშუალო მაჩვენებელი იყო 76,864. ასევე წლევანდელმა შედეგმა გადაასწრო ფრანკ რაიკაარდის “ბარსელონას” შედეგსაც. 2004/2005 და 2005/2006 წლებში მაყურებელთა დასწრების მაჩვენებელი იყო შესაბამისად 73,073 და 73,236.

 

“კოპა დელ რეი”  

 

გაიზარდა დასწრებათა რიცხვი სამეფო თასის მატჩებზეც. 2009/2010 წლების სეზონში მაყურებელთა დასწრების საშუალო მაჩვენებელი იყო 37245, ხოლო წელს საშუალოდ 48387 გულშემატკივარი ადევნებს თვალს საყვარელი გუნდის თამაშს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში