ერთ-ერთი კატალონიური წყაროს, TV3-ის, ცნობით, “ბარსელონას” ფეხბურთელები კლუბის სამედიცინო შტაბზე გაბრაზებულნი არიან და ამის ერთ-ერთ დასტურად დე იონგის შემთხვევასაც მიიჩნევენ.
მთავარი გუნდის რამდენიმე წევრს აქვს იმის ეჭვი, რომ ექიმები ზოგჯერ არასწორ დიაგნოზს სვამენ და ფეხბურთელებს შეუფერებელ სარეაბილიტაციო კურსს უნიშნავენ.
ფრენკი სამკურნალოდ ნიდერლანდებში წასვლას და სარეაბილიტაციო კურსის ნაკრების ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გავლას აპირებს.
გავრცელებული ჭორების თანახმად, ის კატალონიელ ექიმებს კანჭის ტრავმაზე დასმული არასწორი დიაგნოზის შემდეგ აღარ ენდობა.
TV3-ის ინფორმაციით, ჰოლანდიელი ნახევარმცველი ერთადერთი ფეხბურთელი არაა, რომელიც ადგილობრივი ექიმების მიმართ უარყოფითადაა განწყობილი.
მაგალითად, უსმან დემბელე და სამუელ უმტიტი სამკურნალოდ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მეთვალყურეობით, ყატარში იყვნენ წასულები.
დე იონგმა ბოლო ტრავმა 13 ივნისს “მალიორკასთან” მატჩში მიიღო. მან მოედანი მცირე დისკომფორტის გამო დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩის შემდგომ, პრესკონფერენციაზე კიკე სეტიენმა ნახევარმცველის ტრავმა არცთუ ისე სერიოზულ დაზიანებად მიიჩნია, მას 1 თვის გამოტოვება მაინც მოუწევს.




დაგეგმილზე ადრე როგორ დაბრუნდა, აპრილში უნდა დაბრუნებულიყო იდეაში და 1 თვე ზემოდან დაჭირდა კიდე დასაბრუნებლად. დემბელეზე რაც მოხდა კიდე საერთოდ ტრაგედიაა. გასაგებია დემბელე თითონააა შუშის მარა ტიპი ისე მოკვდა რო არც დაბრუნებულა. ვარჯიშის ნება მისცეს ბარსას ექიმებმა და არ ვარჯიშზე როჟამ სეზონი დაასრულა. პრესეზონზე 6-7 კაცი იყო ტრავმირებული იმიტო რო არასწორად დატვირთეს, ამგზავრეს და ამაში ექიმებიც არიან დამნაშავეები. ფრენკიზე სერიოზული არაფერიაო თქვეს და ეხლა სეზონი დასრულდაო. მთლიანად შესაცვლელია ყველაფერი. როგორ წარმოგიდნგენია კარგი ექიმები ყავდეს კაცს რომელიც წლებია მიზანმიმართულად ანგრევს გუნდს.
უბედურება მარტო არ დადის.
დედის დღის ლოცვა ლოცვით უნდა გაყარო ყველა დაღუპეს ტალანტები ესენი ხო ხალხი არაა
სწორად მოიქცა!
ევროპაზე იფრენს მაგარი ბიჭია ძაან
მგონი დამლაგებლიანა მთელი სტაფი
რამდენიმე ფეხბურთელიანააა წიხლითააა გასაყრელი
ესღა გვაკლლა
მგონი ძაან სერიოზულად უპირისპირდებიან ბართუშას
ბიჭებო დემბელეზე რა ისმის როდის ბრუნდება? ვფიქრობ ეს მისი ბოლო შანსი იქნება
მედიკოსებიც რა ჩლუნგები გვყავს ვინ იცი საწყალ დემბელეს პირველივე დიაგნოზი არასწორი დაუავეს და მაგიტომაა ასეთ დღეში საერთოდ ყველაფერი შესაცვლელია ხელმძღვანელობაც სამედიცინო შტაბიც მწვრთნელიც და დამლაგებელიც რავიცი არაა გამორიცხული გაუწურავი ტილო მოუსვას იატაკზე და მერე აყირავდეს რომელიმე ფეხბურთელი