ზინედინ ზიდანმა “ბარსელონა” ირიბად გააფრთხილა, რომ სეზონის ბოლომდე მათ ცხელ კვალზე იქნება და ახლო მდევრის დისტანციას არ გაზრდის. ფრანგმა სპეციალისტმა ასევე განაცხადა, რომ მხოლოდ “ბლაუგრანას” ფეხის დაცდენაზე არ ფიქრობს.
“ჩვენ მხოლოდ იმაზე ვართ, კონცენტრირებულნი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და რაც ჩვენს ხელთაა. მე მათ თამაშს ვნახავ, მაგრამ “ბარსელონას” ფეხის დაცდენის იმედით ნამდვილად არ ვიქნები განწყობილი.”
“თეთრებმა” გუშინ ქარიმ ბენზემასა და მარკო ასენსიოს გოლებით “ვალენსია” დაამარცხეს, რითაც კატალონიელებთან სხვაობა ისევ 2 ქულა გახდა.




ბარსას თუ ფეხი არ დაუცდა მოიგებ კატალონიურ შანდალას.
ლალიგა მოუნდა ალჟირის სიამაყეს?😂😂😂😂 ვერ ეღირსება!!!