სამშაბათს, “ბარსელონა” “ლეგანესს” ცარიელი ტრიბუნების ფონზე დაუპირისპირდა. მატჩის მიმდინარეობა გულშემატკივრის არყოფნის გამო საკმაოდ უცნაური იყო.
ასეთ სიჩუმეში თამაშისას ფეხბურთელების ხმა საკმაოდ მკაფიოდ ისმოდა, მათ შორის მარკ ანდრე ტერ-შტეგენისაც. მისი თანაგუნდელებთან კომუნიკაცია ზუსტად ასახავს, თუ რამდენად მნიშვნელოვან ფიგურად ყალიბდება ის მოედანზე.
გერმანელი მეკარის ლიდერული თვისებების დასახასიათებლად, აღნიშნული მატჩიდან რამდენიმე მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ.
1) თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ტერ-შტეგენმა პირველმა შეამჩნია, რომ არტური თავის პოზიაციაზე არ იდგა და ბრაზილიელს ამის შესახებ მიუთითა.
2) “გარეთ გაყარე”, სწორედ ამ სიტყვებით დაუძახა გერმანელმა სამუელ უმტიტის მეტოქეების გასანეიტრალებლად.
3) მუდმივად კონცენტრირებული. მარკმა ცენტრალური მცველები გააფრთხილა, რომ უკეთესად დაეკავებინათ პოზიციები, რათა მეტოქე გუნდის კონტრ-შეტევებზე სახიფათო მდგომარეობები არ შექმნილიყო.
4) ტერ-შტეგენი ფირპოსა და ანსუ ფატის ეხმარებოდა, თუ როგორ უნდა შეესრულებინათ დაცვითი სამუშაოები.
5) “კარგია, რიკი, კარგი”, ასე გაამხნევა 28 წლის კარის დარაჯმა პუჩი, მატჩის 87-ე წუთზე ვერგამოყენებული შანსის შემდეგ.
ტერ-შტეგენმა მიმდინარე სეზონში 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა. სულ 13-ჯერ შეინახა კარი მშრალად და 34 გოლი გაუშვა.
კატალონიელები მასთან ახალი 5-წლიანი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებენ და დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს ამ კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოეწერება.




მესის მერე ბუსკეტს უწევს, მერე პიკეს, მერე რობერტოს. ასეა თამაშების რაოდენობით და ასე გააგრძელებნ ტრადიციას. ტერ შტეგენს მინიმუმ ალბას მერე უწევს.
ესეთი მეკარე ბარსელონას არ ყოლია თავის ისტორიაში ძაან გიჟია ტიპი <3 🔴
მესის მერე პიკე და მერე უეჭველი მარკი, მაგრამ ბარსაში ისეთი სტრუქტურააქვთ როგორც ესპანეთში, არაოფიციალურად მარა მასეა…
ვინსაც მეტი მატჩიაქვს ჩატარებული ან მეტხანს თამაშობს ისინი არიან კაპიტნების სიაში დ
მარკი კაი კაცია ყველანაირად.
პსჟ-სთან მატჩი; და მატჩის შემდგომი მიმოხილვა, ფეხბურთელების ჩანაწერები ვისაც გახოვთ, (მაგ. მასკერანოს) მანდ გმაოიკვეთა შტეგენის მომავალი ლიდერობა, ამ კაცს ვიცე კაპიტნობა ეკუთვნის, რობერტოსმიმართ პატივისცემის მიუხედავად.
მესის მერე ეს უნდა იყოს კაპიტანი