“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიქტორ ფონტი, გულშემატკივრებთან საუბრისას კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩავი ერნანდესი გუნდის მთავარი მწვრთნელი ან გენერალური მენეჯერი გახდება.
“ჩავი ერნანდესი მომდევნო 10 წლის განმავლობაში “ბარსელონას” ქვაკუთხედი იქნება, მიუხედავად იმისა, მიაღწევს თუ არა მწვრთნელის რანგში დიდ წარმატებას.
თუ მას ყველაფერი რიგზე არ აქვს, შეუძლებელია, კონკურენცია პეპ გვარდიოლას გაუწიოს. ამ შემთხვევაში, ჩავი გენერალური მენეჯერი გახდება.” – აცხადებს ფონტი.
ამჟამად კლუბის პრეზიდენტს უფლება აქვს თანამდებობაზე 6 წლით დარჩეს, თუმცა ვიქტორ ფონტი გამოდის ინიციატივით, რომლის მიხედვით ვადა 4 წლამდე შემცირდება, მისი აზრით ეს გახლავთ გარანტია იმისა, რომ პრეზიდენტები პოსტს დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებენ.
“ჩვენი პროექტი გახლავთ, ექვსი პლიუს ოთხი. ანუ ექვსი წლით თანამდებობაზე, შემდეგ კი ამას ოთხამდე შევამცირებთ.”
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ 2021 წლის ივნისში გაიმართება, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.




ანუ თვითონ 6 წლით მოვა, შემდეგი კიდე 4 წლით. 🤣 ესეც კაი მაფიოზაა
ოცნების არიყოს კორონას მეორე ან მეხუთე ტალღას მოიმიზეზებს და გადაწევს, რა პრობლემაა.
დროზე მოვიდეს რაა დავიტანჯე ამ შანდალა ტრენერების ყურებით
საპრეზიდენტო ვადა 3 ან მაქსიმუმ 4 წელი უნდა იყოს, 6 რა ამბავია?!
კარგია
მომწონს ესეც