“მალიორკასთან” დაპირისპირების შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა აღიარა, რომ ფრენკი დე იონგმა მცირე დისკომფორტი იგრძნო.
ამის გამო, ახალგაზრდა ფეხბურთელი შეხვედრის 84-ე წუთზე ჟუნიორ ფირპომ ჩაანაცვლა.
საბედნიეროდ, დისკომფორტი სერიოზული არ აღმოჩნდა და ნიდერლანდელმა დღეს სიუტატ ესპორტივაზე გამართულ ვარჯიშზე დასწრება შეძლო.
სესიაზე თანაგუნდელებთან ერთად არ გამოჩნდნენ ანტუან გრიზმანი და ლიონელ მესი, რომლებმაც სავარჯიშო დარბაზში სპეციალური პროგრამით ივარჯიშეს.




იმედია მწყობრში არიან მესიც და გრიზმანიც
მცირე დისკომფორტი ჰქონდა და 3 დღე დაისვენა ისედაც
რავიცი მე ეგ დარბაზში სავარჯიშო სესიები მაინც ცალკეული ტაქტიკა მგონია ვიდრე ტრამვა ან დისკომფორტი თორე ახალ კუნთნატკენს არ გავდა მესი გუშინ