workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარესი ორშაბათს დაბრუნდება

ლუის სუარესი ორშაბათს დაბრუნდება

Mundo Deportivo-ს ცნობით, ლუის სუარესი ახალი კვირიდან ჯგუფურ ვარჯიშებს უკვე სრული დატვირთვით შეუერთდება. 

ორშაბათს, “ბარსელონას” სამედიცინო დეპარტამენტისგან ურუგვაელი, დიდი ალბათობით, საბოლოო ნებართვას მიიღებს, რითაც 4 თვიან სარეაბილიტაციო პერიოდს სრულად ჩაამთავრებს. 

ლუისის დაბრუნება “ბარსას” შეტევისათვის ლა ლიგის მომდევნო 11 მატჩის ფონზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ სუარესმა მუხლზე ოპერაცია იანვარში გაიკეთა. წინასწარი ინფორმაციით, მას აღდგენითი ვარჯიშების დაწყება ადრეულ მაისში შეეძლებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, ურუგვაელს აპრილში სირბილი უკვე შეეძლო.

კორონავირუსული პანდემიის გამო არსებულმა შეჩერებამ, “ელ პისტოლეროს” დაბრუნების მხრივ, დადებითად იმოქმედა. იგი მესისთან ერთად “ბარსელონას” შეტევის ლიდერია.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 შეხვედრაში “ბლაუგრანას” 9-იანის ანგარიშზე 14 გოლი და 11 ასისტია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • davidus2020
    schedule 29 მაი 2020, 09:35

    ჯეკა ჩემპიონია!!!

  • Bakero
    schedule 29 მაი 2020, 02:55

    მშვენიერი ! ძალიან კარგი ამბავი

  • M10 S9 D11
    schedule 29 მაი 2020, 02:16

    მიდი სუა გოლით უნდა დაბრუნდე მალიორკასთან უნდა სთხარო

  • Pablos ar abia
    schedule 29 მაი 2020, 00:45

    უი რაკაია ჩემი სუაა ❤️❤️💙❤️💙💙❤️💙

  • katalomia
    schedule 29 მაი 2020, 00:42

    Chemi giji Sua.