2010/2011 წლის სეზონში, 21 დასამახსოვრებელი მომენტი მოხდა. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი უტოლდება იმ ლა ლიგის ტიტულების რაოდენობას, რომელიც “ბარსამ” მოიპოვა.
1) წმინდა ვალდესი – “რასინგი” 0:3 “ბარსელონა”. ვიქტორ ვალდესმა პენალტი აუღო ჩიტეს.
2) მასკერანოს არასასიამვნო დებიუტი – “ბარსელონა” 0:2 “ჰერკულესი”. “ჰერკულსესმა” გააოგნა “კამპ ნოუ” და პარაგვაელმა ვალდესმა 2 უპასუხო გოლი გუატანა “ბარსელონას”. სწორედ ამ მატჩში ჰქონდა მასკერანოს დებიუტი.
3) მესის ტრავმა – “ატლეტიკო” 1:2 “ბარსელონა”. უიფალუშიმ სერიოზული ტრავმა მიაყენა ლიონელ მესის, რომელმაც 2 კვირა დაისვენა.
4) ვილია ყოფილი კლუბის წინააღმდეგ – “ბარსელონა” 1:0 “ხიხონი”. ასტურიელის გოლმა 3 ქულა მოუტანა გუნდს.
5) დაბრუნება ლიდერთან – “ბარსელონა” 2:1 “ვალენსია”. ინეისტას და პუიოლის გოლებმა, პირველადგილოსანი “ვალენსია” მესამე პოზიციაზე “გადაიყვანეს”.
6) პირველი ხუთიანი – “ბარსელონა” 5:0 “სევილია”. ვილიასა და მესის დუბლმა, ალვეშის ერთმა გოლმა გაანადგურა “სევილია”.
7) რეკორდი საგარეო გამარჯვებებისა – “ალმერია” 0:8 “ბარსელონა”. “ბარსელონამ” საკუთარი 1949/1950 წლის რეკორდი გაიმეორა და 0:8 დაამარცხა “ალმერია”. ამ მატჩში დებიუტი ჰქონდა ფონტასს.
8) 111 წლის იუბილეს გილოცავთ! – “ბარსელონა” 5:0 “რეალი”. ვილიას დუბლი, ჩავის, პედროსა და ხეფრენის თითო–თითო გოლი, ანგარიში 5:0. “ბარსელონა” 111–ე წლის იუბილე იზეიმა.
9) გამარჯვება მგზავრობისას – “ოსასუნა” 0:3 “ბარსელონა”. ავია–რეისების შეზღუდვის გამო, “ბარსელონა” მატარებლით გაემართა პანპლონაში და წუთი–წუთზე მიუსწრო მატჩის დაწყებას.
10) ოვაციები ინიესტას – “ესპანიოლი” 1:5 “ბარსელონა”. მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლი ანდრეს ინიესტამ მიუძღვნა “ესპანიოლის” გარდაცვლილ კაპიტანს, დანი ჟარკს, რის გამოც სტუმართა პუბლიკა მას ოვაციებით შეხვდა.
11) ჩავის რეკორდი – “ბარსელონა” 2:1 “ლევანტე”. ჩავი ერნანდესმა 549–ე მატჩი ჩაატარა “ბარსელონას” მაისურით და გაიმეორა მიგელის რეკორდი.
12) აფელაის დებიუტი – “დეპორტივო” 0:4 “ბარსელონა”. ჰოლანდიელი იბრაჰიმ აფელაის დებიუტი “რიაზორზე” შედგა. მისმა გუნდმა 4:0 იმარჯვა.
13) პედრო ამყარებს რეკორდს – “ჰერკულესი” 0:3 “ბარსელონა”. პედრო გახდა მეშვიდე ფეხბურთელი “ბარსასი”, რომელმაც 6 თამაშში გოლი გაიტანა.
14) 16 გამარჯვება მიყოლებით – “ბარსელონა” 3:0 “ატლეტიკო”. მესის ჰეთ–თრიკი და “ბარსელონას” 16 მატჩიანი გამარჯვებათა სერია.
15) ბოლო წუთებში მოპოვებული ქულა – “ხიხონი” 1:1 “ბარსელონა”. “ბარსელონა” ბოლო წუთებამდე 1:0 აგებდა, თუმცა დავიდ ვილიამ ბოლო წუთებში კვლავ გაუტანა “ხიხონს” და საბოლოო ანგარიში 1:1 დაფიქსირდა.
16) პინტო ვალდესის ნაცვლად – “ბარსელონა” 2:1 “ბილბაო”. დაშავებული ვალდესის ნაცვლად კარში პინტო ჩადგა. მან იმეკარევა “ბიბლაოსთან”, “მალიორკასთან, “ვალენსიასთან” და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.
17) მონტოიას დებიუტი – “მალიორკა” 0:3 “ბარსელონა”. “ბარსას” კანტერანოელს ამ მატჩში დებიუტი ჰქონდა.
18) გვარდიოლას ტრავმა – “ვალენსია” 0:1 “ბარსელონა”. გვარდიოლამ წელის ტრავმა მიიღო, რის გამოც საავადმყოფოში იწვა.
19) პუიოლის დაბუნება – “რეალი” 1:1 “ბარსელონა”. 3 თვიანი ტრავმის შემდეგ, კარლეს პუიოლმა პირველად “ელ კლასიკოში” ითამაშა.
20) დაუმყარებელი რეკორდი – “სოსიედად” 2:1 “ბარსელონა”. “ბარსელონამ’ ვერ შეძლო “სოსიედადის” რეკორდის მოხსნა, რომელიც მოიცავდა 32 მატჩის წაუგებლად ჩატარებას. “ბლაუგრანამ” მხოლოდ 31 შეძლო.
21) აბიდალის დაბრუნება – “ბარსელონა” 2:0 “ესპანიოლი”. ღვიძლის სიმსიმნის ამოკვეთის შემდეგ, აბიდალი პირველად დერბიში მოგვევლინა მინდროზე. მას დიდი ოვაციებით მიეგებნენ.



