უსმან დემბელე “ბარსელონამ” 2017 წელს გაიფორმა, მასში კლუბმა 105 მილიონი ევრო გადაიხადა, პლუს 40 მილიონი ევრო ბონუსების სახით. ფრანგი გარემარბი ნეიმარის შემცვლელად მოიყვანეს. ხელმძღვანელობა ხვდებოდა, რომ ეს რთული ამოცანა იყო და ყველანაირად ცდილობდნენ, ახალგაზრდა ფეხბურთელზე ზეწოლა შეემცირებინათ, იმისათვის, რომ დემბელეს ეცადა მაინც, ბრაზილიელის ჩანაცვლება, მაგრამ “ბარსელონაში” გატარებული 1000 დღის შემდეგ, დებელემ თავი, პირველ რიგში, ტრავმებით დაგვამახსოვრა.
Mundo Deportivo, განვლილი 1000 დღის, საინტერესო მოვლენებს გვთავაზობს.
2017 წლის 24 აგვისტო
მონაკოში ჩატარებული, ჩემპიონთა ლიგის წილისყრისას, “ბარსას” და “დორტმუნდის” ხელმძღვანელები ტრანსფერზე შეთანხმდნენ, ნეიმარის წასვლიდან 20 დღის შემდეგ. გერმანელები კლუბის მიმართ ფრანგის დამოკიდებულებით საშინლად უკმაყოფილონი იყვნენ.
2017 წლის 25 აგვისტო
კონტრაქტი გაფორმებულია 2022 წლამდე -“ბარსა” იხდის ფიქსირებულ 105 მილიონს და ნაწილ-ნაწილ მოუწევს 40 მილიონის გადახდა.
2017 წლის 9 სექტემბერი
ამ დღეს დემბელეს დებიუტი შედგა. ფრანგმა, დერბიში, დელოფეუ შეცვალა და ლუის სუარესს საგოლე გადაცემა გაუკეთა. “ბარსამ” “ესპანიოლი” 5-0 დაამარცხა.
2017 წლის 12 სექტემბერი
პირველად ხვდება გუნდის ძირითად შემადგენლობაში, ჩემპიონთა ლიგაზე, “იუვენტუსის” წინააღმდეგ. დემბელემ მოედანზე 70 წუთი გაატარა.
2017 წლის 16 სექტემბერი
“ხეტაფეს” წინააღმდეგ შეხვედრა წარუმატებლად სრულდება. დემბელე, მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთზე ტრავმას იღებს. დაბრუნება მხოლოდ ოპერაციის შემდეგ არის შესაძლებელი, 106 დღე უქმობა და 20 დღე აღდგენითი პროცესი.
2018 წლის 21 იანვარი
დაბრუნებიდან 12 დღეში, დემბელე კვლავ კუნთის ტრავმას იღებს, ამჯერად 7 თამაშის გამოტოვება უწევს.
2018 წლის 14 მარტი
დემბელეს, “ბარსელონას” შემადგენლობაში, სადებიუტო გოლი გააქვს. ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოხდა, “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში. 17 აპრილს ლა ლიგაშიც გამოიჩენს თავს, “სელტას” წინააღმდეგ.
2018 წლის 21 აპრილი
მოიპოვა პირველი ტიტული, “ბარსელონამ”, კოპა დელ რეის ფინალში, “სევილია”, 5-0 გაანადგურა.
2018 წლის 29 აპრილი
მოიგო ესპანეთის ლა ლიგა, “ბარსამ” ჩემპიონობა “დეპორტივოსთან” შეხვედრაში გაინაღდა, დემბელემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
2018 წლის 9 მაისი
“ვილიარეალის” კარში ორი გოლი გაიტანა და “ბარსას” მაისურით პირველი დუბლი შეასრულა. საერთო ჯამში, 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.
2018 წლის 12 აგვისტო
“სევილიას” კარში გააქვს გადამწყვეტი გოლი, შორი მანძილიდან, ულამაზესი დარტყმით. “ბარსამ” ესპანეთის სუპერ თასი მოიპოვა.
2018 წლის 9 დეკემბერი
“ესპანიოლთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ვარჯიშზე აგვიანებს 2 საათით, რის გამოც 100 000 ევროთი ჯარიმდება.
2019 წლის 27 იანვარი
თავის პირველ “კლასიკოში”, აკეთებს ორ საგოლე გადაცემას, “ბარსამ” “ბერნაბეუზე” 3-0 გაიმარჯვა და თასის ფინალში გავიდა.
2019 წლის 25 მაისი
იგებს ლა ლიგას, მაგრამ კარგავს კოპა დელ რეის, “ვალენსიასთან” დაპირისპირებაში. მონაწილეობა მიიღო 42 შეხვედრაში, აქედან 30 დაიწყო სასტარტოში, გაიტანა 14 გოლი და მიიღო 3 ტრავმა.
2019 წლის 21 აგვისტო
დემბელეს ყოფილი მზარეული აცხადებს, რომ ფრანგი საშინლად მოუწესრიგებელი ადამიანია.
2019 წლის 23 ნოემბერი
ვარჯიშზე არ გამოცხადდა და 2 საათის განმავლობაში ზარებს არ პასუხობდა.
2019 წლის 27 ნოემბერი
“დორტმუნდთან” შეხვედრაში მორიგ ტრავმას იღებს, რის გამოც მომდევნო შეხვედრების გამოტოვება უწევს.
2020 წლის 6 იანვარი
ვხედავთ ფოტომონტაჟს, სადაც დემბელე “ლივერპულის” ფორმაშია და “ბარსას” დამარცხებას აღნიშნავს.
2020 წლის 30 იანვარი
“სულ მცირე ხანში, დემბელე დაგვიბრუნდება, მე მას ბოლომდე ვენოდბი” – ამბობს სეტიენი.
2020 წლის 3 თებერვალი
დემბელე ტრავმას იღებს.
2017/18 წლების სეზონი:
სულ ჩაატარა 32 შეხვედრა, გაიტანა 4 გოლი, გააკეთა 8 საგოლე გადაცემა.
2018/19 წლების სეზონი:
სულ ჩაატარა 42 შეხვედრა, გაიტანა 14 გოლი, გააკეთა 9 საგოლე გადაცემა.
2019/20 წლების სეზონი:
სულ ჩაატარა 9 შეხვედრა, გაიტანა 1 გოლი.




ერთიც აცადონ და თუ ვერ გაამართლებს უნდა გაყიდონ უკვე
დავუშვათ ტრავმის შემდეგ ათამაშდა ფორმაც აკრიფა და რა მერე ? ათ თამაშს (უჰ რამხელა ციფრი ვთქვი 😂) ვერ გადააბავს ზედიზედ ისევ დაიტრავმება 🤔 ამისთვისაც ჯობია და პირველ რიგში ბარსელონასთვის სხვა ჩემპიონატში (ინგლისი/გერმანია) წავიდეს
1000 დღიდან 956 ლაზარეთში გაატარა
შემტევს 3 წელში უფრო მეტი ტრავმა აქვს ვიდრე გოლი თითქმის და რაზეა საუბარი ვაბშე,მოაშორეთ აქედან ეს შუშა ,რო თამაშობს კიდე ესეც არ დაფრინავდეს ბურთს რო იღებს ეგრევე კარგავს და ერთი გაქცევა იცის რგეც თუ ფეხებში არ აებლანდა )
მოკლედ გასაშვებია ერთ 60-70 მილიონად მაინც და კაი ვარიანტია
აბა კითხე პრაფესორებს რა გითხრან 😂 🤣 🤣 🤣 😂
როცა კარგად იყო და მაინც კოუტინიო აგაფხურა ფლანგზე სიკო ვალვერდემ. მერე ჰოპ ვაგებთ ან ფრეა და გამო დემბელე და გამოვიდოდა გაირბენ გამოირბენდა და ტრამვა. მა რა მოუვიდოდა ძირითადი არ გაუმუდმა რო ფიზიკურად მატჩებში მაინც დატვირთულიყო
1000 დღიდან 900 ისვენებს და ისე იღებს მილიონებს :დ
წრაწიან და წარაკუა იგროკებზე რაფერ აფანატებენ ბოჟე მოიი
ეს ლივერპულთან არ გატანილი დაღეჭილი საგოლის შემდეგ, საერთოდ უნდა გაეგდოთ. თასი გამოაცალა ლეოს პირდაპირ ხელიდან.
ნეტაი შენს გამძლეობას და ოპტიმიზმს.
ცდილობს, ცდილობს და როგორც კი მაგრა ინდომებს ტრამვას იღებს. აი მაგ. როგორც ბებერს რო მძიმეს ააწევინებენ და უკნიდან რო გასდის.
იმენა ტრანსფერი კი არა ფეილია 😀
მე არ მჯერა ამის მოხოდვის ვინც არ უნდა იყოს მწვრთნელი ბუნდესლიგაში მხეცი იყო მარა აქ რა ჩემი ფეხები დაემართა ერთ თამაშს ჩაატარებს და ვსო ორი სამი თვე ტრავმირებულია მოაშორეთ აქედან
ამის ფორმის აკრეფას ველოდები და მერე მართლა უძლიერესი შეტევა გვეყოლება.
ეს ბოლო წელი მთლიანად იმედგაცრუება იყო. წინა სეზონის მეორე ნახევარიც. ანუ სეზონ ნახევარი ტიპი 0 ია. არადა როგორ ვქომაგობდი. აღარ მაქვს იმედი არც სხვა მწვრთნელის ამასთან მიმართებაში. ბოლო შანსი უნდა იყოს შემდეგი წელი
მოიხოდე დემბუზ მოიხოდე