workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Marca: “ინტერი” გადაწყვეტილებას მალე მიიღებს

Marca: “ინტერი” გადაწყვეტილებას მალე მიიღებს

კატალონიის “ბარსელონა” და მილანის “ინტერი” 22 წლის არგენტინელი შემტევის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, “ინტერი” ლაუტაროში 111 მილიონს ითხოვს, თუმცა “ბარსა” ამხელა თანხის დახარჯვას არ აპირებს. “ბლაუგრანა” მზადაა, ფეხბურთელში დაახლოებით 60 მილიონი გადაიხადოს და ასევე, მის სანაცვლოდ რამდენიმე მოთამაშე დათმოს.

Marca-ს ცნობით, იტალიურ კლუბს ყველაზე მეტად ნელსონ სემედუ, არტურო ვიდალი, ჟან-კლერ ტოდიბო, ჟუნიორ ფირპო, სამუელ უმტიტი და კარლეს ალენია სურს.

“ნერაძურის” სპორტული დირექტორები ბეპე მაროტა და პიერო აზილინიო, ამ ეტაპზე, გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ანტონიო კონტესთან განიხილავენ იმას, თუ ყველაზე მეტად რომელი ფეხბურთელები შეეფერებიან მის პროექტს. გავრცელებული ცნობებით, კლუბისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელი ნელსონ სემედუა.

წყაროს ცნობით, “ინტერი” “ბარსელონას” უახლოეს რამდენიმე დღეში შეატყობინებს, თუ რომელი ფეხბურთელები სურს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • ფარნა
    schedule 17 მაი 2020, 17:04
    #7

    მიეცით სემედუ და ვიდალი დაუმატეთ 60 მლნ ევრომდე და აიდა ინტერში ესენი ლაუტარო კი წამოვა შკრინიარიც მინდა მაგრა გაასწორებდა ჰაალანდიც მაგრა დაფრინავს ფანტასტიკური სეზონი აქვს

    ციტატა: nikusha
    60 მლნ + რაკიტიჩი, ვიდალი, ფირპო


    ვიდალი და სემედუა რეალური ძმაო ფირპოს დაბრუნება ბეტისს უნდა სევილიას ივანი

  • nika 54
    schedule 17 მაი 2020, 13:56
    #6

    ვინც ლეოს აძაგებთ რატო შეაქოო საინტერესო ხალხი ხართ. აბა რა უნდა ეთქვა ჟურნალისტისთვის? ეგინებინა? კითხეს როგორია და ამანაც კარგიო. თუ გაგიგიათ ვინმეზე ეთქვას ცუდიაო? ამას რამოსზეც არ იტყვის, მიუხედავად იმისა რო რამდენჯერმე კინაღამ კარიერა დაუმთავრა.
    ეს რო გაიგეთ კარგია, მაგრამ ნეიმარსა და ამაზე რო თქვა გუნდისთვის დღეს ნეიმარი ჯობიაო, ის რატომ ვერ დაიმახსოვრეთ?

  • Anssumane
    schedule 17 მაი 2020, 11:33
    #5

    თავს დავდებ ესენი ვიდალი და სემედუს მოითხოვენ

  • მურმანი
    schedule 17 მაი 2020, 00:43
    #4

    ციტატა: ROUCH
    მესი არ გინდათ ან შტეგენი და დე იონგი? გაითხარეთ უკან ლაუტარო და მესის დავაკუე ენაზე პირველად რო ეგ აქო და ადიდა, თორე არაფერი მოათამადე ეგ არაა, ჯერ მარტო გადახალისებულ ბარსასთან მოკუკა ტიპმა და საუკუნის უთამაშებელმა ტოდიბომ გაამწარა, მაგას რო მოვეშვათ სტატისტიკა მეტყველევს მაგის მაგარ ბიჭობაზე, 25 მინიმუმ უნდა ქონდეს გატანილი


    რა გადახალისებული ეგ არ იყო რომ სთხარა ბარსას პირველივე თამაშში. ან რა სტატისტიკა უნდა ჰქონდეს სერია აში თან ინტერში, სადაც სვარსკას თამაშობენ. არგენტინის ნაკრების თამაშებს რომ გეყურებინა დარწმუნებული ვარ მაგას არ იტყოდი თან რომელ ნაკრებში სადაც მესისაც საშინელი სეზონი ჰქონდა. კოპაზე ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. ნაკრების ბომბარდირი გახდა ისეთ პერიოდში როცა კლუბში ძირითადშიც არ იდგა

  • ROUCH
    schedule 16 მაი 2020, 21:40
    #3

    მესი არ გინდათ ან შტეგენი და დე იონგი? გაითხარეთ უკან ლაუტარო და მესის დავაკუე ენაზე პირველად რო ეგ აქო და ადიდა, თორე არაფერი მოათამადე ეგ არაა, ჯერ მარტო გადახალისებულ ბარსასთან მოკუკა ტიპმა და საუკუნის უთამაშებელმა ტოდიბომ გაამწარა, მაგას რო მოვეშვათ სტატისტიკა მეტყველევს მაგის მაგარ ბიჭობაზე, 25 მინიმუმ უნდა ქონდეს გატანილი

  • M10 S9 D11
    schedule 16 მაი 2020, 21:19
    #2

    ვაიმე დაიტოვეთ რა არ გამოუშვათ

  • nikusha
    schedule 16 მაი 2020, 20:55
    #1

    60 მლნ + რაკიტიჩი, ვიდალი, ფირპო