ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იგუაინი: “არ გვსურდა “ბარსელონასთვის” ჩემპიონობის ჩუქება”

იგუაინი: “არ გვსურდა “ბარსელონასთვის” ჩემპიონობის ჩუქება”

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა, მცირე ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს 36–ე ტურის მატჩის შემდეგ, სადაც მადრიდელებმა 4:0 გაანადგურეს “ხეტაფე”. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “ას”.

 

“არ გვსურდა “ბარსელონასთვის” ჩემპიონობა გვეჩუქებინა ეროვნულ ჩემპიონატში. დაე, თვითონ მოიპოვონ ეს ტიტული, რა თქმა უნდა, თუ შეძლებენ. მე ჯერ არ ვარ ოპტიმალურ ფორმაში, ამისათვის დრო მჭირდება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ არავინ ელოდა ჩემს ასე ადრე დაბრუნებას, რადგანაც რთული ოპერაცია გავიკეთე. შემდეგი სეზონიდან ყველაფერი რიგზე იქნება. წინ კოპა ამერიკაა, სადაც შევძლებ და დავუბრუნებ ჩვეულ ფიზიკურ კონდიციებს”. დაასრულა გონსალო იგუაინმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში