როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს, “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” შორის ფეხბურთელების შესაძლო გაცვლის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. Sport-ის ცნობით, ტურინულმა კლუბმა “ბლაუგრანას” ჰოლანიდელი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის თაობაზე მიმართა, თუმცა კატალონიელებმა 23 წლის ფეხბურთელის გაშვებაზე მაშინვე უარი თქვეს.
“ბარსელონამ” დე იონგი გასულ ზაფხულში 75 მილიონ ევროდ “აიაქსიდან” დაიმატა. ფრენკის მიმდინარე სადებიუტო სეზონი კატალონიურ გუნდში დამაიმედებელია. მან მხოლოდ ერთი თამაში გამოტოვა. ჰოლანდიელი შუახაზელის ანგარიშზე 37 მატჩი, 2 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.
კატალონიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, “ბარსა” იმედისმომცემ ფეხბურთელთან განშორებას არ აპირებს. უფრო მეტიც, დე იონგი კატალონიურ გუნდში ერთ-ერთ ხელშეუხებელ მოთამაშედ მიიჩნევა. გავრცელებული ცნობებით, კლუბს მასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.




არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დათმონ
რაღა დროს რონალდოს თუ ძმა ხარ ისედაც არ დარბიან ჩვენი ფორვარდები და მაგის სიარულიღა გვაკლია. 35 წლისაა მაგან თავისი კარიერის პიკი უკვე გადაირა და ორი ახალგაზრდა პერსპექტიული ნახევარმცველი რატო უნდა გავატანოთ ერთ ბებერში.
რა ტვინი მოგვიტ'ნა ამ იუვემ, შეგ"ცა რა. არცერთი ფეხბურთელი არ გვჭირდება იუვესი, ვაფშე გულშემატკივარი ამაზე არც უნდა ღელავდეს, რომ არტურს გაუცვლის, მაგრამ სირ" ბორდი გვყავს. პიანიჩში ბარსას არცერთი ფეხბურთელი გაიცვლება, რაკიტიჩიც კი რომელმაც აშკარად მოუკლო ამ ბოლო დროს.
ბარემ ოფისებიც გაცვალონ,
სანაცვლოდ შემოგვთავაზებენ ან რაბიოს ან კუადრადოს ან ბენატიას. ნაგავზე გადასაყრელ ხალხს. რონალდოში თუ გაგვიცვლია ორივე მისცენ არტურიც და დეიონგიც. 3 წელი ლიგა ჩვენი იქნება
გეუბნებით ჭორებია ეს ყველაფერი ვერც არტურს წაიყვანენ ვერც სემედუს და დე იონგს ხო მითუმეტეს
დეიონგის მაგივრად სხვა რამე რო შემოქთავაზოთ ბებერო სენიორებო არ გინდათ?
ჭორი მგონია, მაგრამ თუ ეს სიმართლეა კატალონიური სარდელი წაიღოს იუვემ ტურინში. რას შემიგვიჩნდა ეს დედა აფეთქებული.
გადაიხადონ გამოსასყიდი და წავიდეს თუ უნდა. რას გადაეკიდა იუვენტუსი ბარსას ფეხბურთელებს, იციან რომ ბართო ჩმორია და იყენებენ შესაძლებლობას