workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრო: შემოთავაზებებს განვიხილავ

პედრო: შემოთავაზებებს განვიხილავ

Sport-ის ცნობით, “ბარსელონა” ლონდონის “ჩელსიში” პედრო როდრიგესის მდგომარეობას აკვირდება – კატალონიელები შეტევის გასაძლიერებლად 32 წლის ვინგერის დამატებას განიხილავენ. 

Cadena Ser-თან ინტერვიუში, პედრომ თავის მომავალზე ისაუბრა. 

“კორონავირუსმა ყველაფერზე იმოქმედა, ამ მომენტში კლუბს უნდა ვესაუბრო. ვიცი, რომ ჩემი კონტრაქტი 30 ივნისამდე გრძელდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ დავმსხდარვართ და გვისაუბრია იმაზე, ხელშეკრულებას განვაახლებ თუ არა. 

ამ შეხვედრას ველოდები, მაგრამ სხვა შემოთავაზებებსაც განვიხილავ. პრიორიტეტი ახლანდელი კონტრაქტის ბოლომდე მიყვანაა. ვნახოთ, რა მოხდება ამის შემდეგ”. – თქვა ესპანელმა. 

პედრო როდრიგესმა “ბარსელონაში” 11 წელი გაატარა. 2008-15 წლებში, ის “ბლაუგრანას” ისტორიული გუნდის ნაწილი იყო, შემდეგ კი “ჩელსიში” გადავიდა, სადაც თავის მეხუთე სეზონს ასრულებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • InFiNiTe8
    schedule 04 მაი 2020, 07:55

    დაბრუნდი პედრიტოოოო, არ არიან ესენი ნეიმარის და ლაუტაროს მყიდველებიი

  • DAVID_BARCA_FAN
    schedule 03 მაი 2020, 23:45

    დავაბრუნოთ თან უფასოა