ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამი ნაბიჯი ჩემპიონობამდე

სამი ნაბიჯი ჩემპიონობამდე

გუშინ, კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელთა გუნდი, “ესპანიოლი” მიიღო და გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით გუნდი კიდევ უფრო მიუახლოვდა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს. მოდით, დავიწყოთ თავიდან…

მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” გამართა. მათ სტუმრად “ჰერკულესი” მიიღეს და ყველასათვის მოულოდნელად დამარცხდნენ (0:2). ქვეყნის ჩემპიონატში კატალონიელები არცთუ კარგად გამოიყურებოდნენ. ისინი თამაშებს მინიმალური ანგარიშით იგებდნენ და ფეხბურთის გულშემატკივრებს კრიტიკის საფუძველს აძლევდნენ. სიტუაცია მას შემდეგ უფრო დამძიმდა, რაც “ბლაუგრანამ”, ასევე სახლში, “მალიორკა” მიიღო და ფრე გააგორა (1:1). “მალიორკასთან” მატჩის შემდეგ გვარდიოლამ პესიმისტური კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდს შარშანდელი რეკორდის მიღწევა გაუჭირდებოდა. თუმცა, ოდნავ მოგვიანებით სურათი შეიცვალა. “ბარსამ” თამაშების დიდი ანგარიშით მოგება დაიწყო და მეთორმეტე ტურში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – “ბლაუგრანა” “ალმერიას” ეწვია და რვა უპასუხო გოლი გაუტანა. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ არავინ ელოდა იმას, რაც მეცამეტე ტურში მოხდა. კატალონიელებმა “კამპ ნოუზე” უპრინციპულეს მეტოქეს, მადრიდის “რეალს” უმასპინძლეს და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცხეს. აღნიშნული გამარჯვებით “ლურჯ–ბროწეულისფრები” ჩემპიონატის ცხრილის სათავეში მოექცნენ და გათამაშების უპირობო ფავორიტები გახდნენ.

გუშინ, ესპანეთის ჩემპიონატის 35–ე ტურში მოპოვებული გამარჯვების შედეგად, “ბარსელონას” ანგარიშზე 91 ქულა დაუგროვდა. კატალონიელები რვა ქულით უსწრებენ მეორე ადგილოსან მადრიდის “რეალს”. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქვეყნის ჩემპიონატის დასრულებამდე “ბლაუგრანას” მხოლოდ სამი მატჩი დარჩა ჩასატარებელი. ისინი 11 მაისს “ლევანტეს” წინააღმდეგ გამართავენ შეხვედრას (სტუმრად), ამის შემდეგ, 15 მაისს “კამპ ნოუზე” მიიღებენ “დეპორტივოს” და 22 მაისს ეწვევიან “მალაგას”.

დღევანდელი მდგომარეობით “ბარსელონას” მხოლოდ ერთი ქულა აშორებს ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს. აღსანიშნავია, რომ, თუ კატალონიელები “ლევანტეს” დამარცხებას შეძლებენ, ზედიზედ მესამედ აღმართავენ ესპანეთის ჩემპიონის თასს. ასევე უნდა ითქვას, თუ “ბლაუგრანა” დარჩენილ სამივე მატჩში მოიპოვებს გამარჯვებას, სეზონს 100 ქულით დაასრულებს და შარშან დამყარებულ რეკორდს გააუმჯობესებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში