“არსენალის” გამორჩეული ფეხბურთელის, მარტინ კეონის, თქმით “ჩელსის” გარემარბს, ვილიანს, გადასვლა “ბარსელონაშიც” და მადრიდის “რეალშიც” შეეძლება.
TalkSPORT-თან ინტერვიუში მან განაცხადა:
“მის მომავალს “არსენალში” ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, ის “ბარსას” ან “რეალს” უმიზნებს.”
ვილიანს “ლურჯებთან” კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება.
მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგის გიგანტები ბრაზილიელის მომავალ კლუბებად იყვნენ დასახელებულნი, თავად ვილიანი კარიერის ლონდონს მიღმა გაგრძელებაზე უარს გამოთქვამს, იმის ფონზე, რომ მის მიმართ ინტერესს “არსენალი” და “ტოტენჰემი” არ მალავენ.
მეორე მხრივ, კეონი ვარაუდობს, რომ ჩელსისთან კონტრაქტის გახანგრძლივების შანსი 31 წლის ფეხბურთელს კვლავ აქვს.
“ის წარმოუდგენელი ტალანტია. გუნდის დატოვების შემთხვევაში, “ჩელსი” დასუსტდება. თუმცა, ალბათ ლემპარდმა უკეთ იცის, თუ რას აკეთებს.”




იმიტომ რო როცა ნეიმარი მოგყავს და პლიუს ბრაიტვაიტი გყავს და ასევე ახალგაზრდა ტრინკაო და ფატი ამის დამატებით ტრინკაოს და ფატის უსპობ სათამაშო დროს და არ გავკარი ორ სეზონიან ვილიანს როცა ათ წლიანი პროექტი გვიზის სკამზე იმის მაგივრად რო განავითარო ბებერ ვილიან ატენი მაგათ სათამაშო დროს
Rato araa amis adgilj ? Xeibari dembele jobs ? 😂😂 upasod siamovnebit unda aviyvanot es kaci.. dzlieri zamena titulebis mosagebad aucilebelia
100%
Raketaze da videlze dzaan ufro gamogvadgeboda es tavis droze. Raketa chelsis stili ufro iyo da es chveni. Daje Kous ro yidulobden mashinac ro mosuliyo kous magivrad bevrad ufro visargeblebdit. Dzaan klasnia Wiliani.
ბარსაში ამის ადგილი არაა და რეალში თუ უნდა წავიდეს