ისტორიის განმავლობაში იყო მომენტები, როდესაც “ბარსელონას” ფეხბურთელები დროებით სხვა გუნდის მაისურით გადიოდნენ მოედანზე. ზოგჯერ საქველმოქმედო მიზნებით, ზოგჯერ კი დიდი ფეხბურთელის საპატივცემულოდ. იყო პირიქითაც. Marca გვთავაზობს ისტორიის მიერ შემონახულ განსაკუთრებულ შემთხვევებს
ლიონელ მესი
2009 წლის ოქტომბერში, მესის მშობლიურ ქალაქ როსარიოში საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელიც “ინტერის” ლეგენდარული ფეხბურთელის, ხავიერ ძანეტის, ორგანიზებით შედგა. ღონისძიების მიზანს არგენტინაში მცხოვრები იმ ბავშვების დახმარება წარმოადგენდა, რომლებსაც რთულ სოციალურ პირობებში უწევდათ ცხოვრება.
ლეომ პირველი ტაიმი “ატლეტიკოს” იმდროინდელი კაპიტნის, მაქსი როდრიგესის გუნდში ითამაშა, მეორეში კი ხავიერ ძანეტის შეუერთდა.
შეხვედრა “ნიუელს ოლდ ბოისის” სტადიონზე ჩატარდა.
ნეიმარი
2017 წლის მარტში, ურუგვაისა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემდეგ, ნეიმარი ლუის სუარესის მაისურში ვიხილეთ. ფოტოზე მათთან ერთად, ფილიპე კოუტინიოც არის აღბეჭდილი. მაშინ ნეიმარი “ბარსელონას” ფეხბურთელი იყო, კოუტინიო კი – “ლივერპულის”.
დი სტეფანო და პუშკაში

აქ უკვე “ბარსელონას” მაისურით მადრიდის “რეალის” ორი ლეგენდა გვევლინება. ალფრედო დი სტეფანომ და ფერენც პუშკაშმა 1961 წელს, ლასლო (ან ლადისლაო, როგორც გენებოთ) კუბალას საპატივსაცემოდ, “რენის” წინააღმდეგ, მისი გაცილების მატჩში მიიღეს მონაწილეობა.
კუბალა, 1949 წლის იანვარში, იძულებული გახდა, უნგრეთში დამყარებულ კომუნისტურ რეჟიმს გამოქცეოდა. იგი “ბარსელონაში” 1950 წელს აღმოჩნდა და კლუბში 11 წელი გაატარა. ასევე მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “ბარსელონაში” უნგრეთის “დიდი გუნდის” ორი წევრის, შანდორ კოჩიშისა და ზოლტან ციბორის, მოსვლაში. მათ სამშობლო 1956 წელს, უნგრეთის რევოლუციის გამო, დატოვეს.
ლასლო კუბალა

4 წლით ადრე, უნგრელმა მადრიდის “რეალის” მაისური მოირგო. ფოტო “სამეფო კლუბის” ლეგენდის, ლუის მოლოუნის, გაცილების მატჩისას არის გადაღებული. საბედნიეროდ, ფიგუსგან განსხვავებით, კუბალას თეთრი მაისურის გახდა არ დავიწყებია.
პოლ სქოულზი

2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ანდრეს ინიესტამ პოლ სქოულზს მაისურების გაცვლა შესთავაზა.

ფუ როგორ არ უხდება მესის ატლეტიკოს ფორმა
სქოულზს ძაან უხდებააააა