ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსა” ესაუბრა სანჩესის აგენტს

”ბარსა” ესაუბრა სანჩესის აგენტს

შესაძლეობლობა იმის, რომ ალექსის სანჩესი მიმდინარე ზაფხულს ”ბარსელონას” შემადგენლობას გააძლიერებს ყოველდღე მატულობს. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ტრანსფერის განსახორციელებლად.

ყოველდღიური გამოცემა ”La Gazzetta dello Sport” წერს, რომ ”ბარსელონას” წარმომადგენლები შეხვდნენ ალექსის სანჩესის აგენტს. ამ წყაროს ინფორმაციით ჩილელი ფეხბურთელის აგენტი, ფელიჩევიჩი ”ბარსელონას” წარმომადგენლებს სასტუმრო ”Princesa Sofía”-ში შეხვდა, რომელიც ”ნოუ კამპთან” ახლოს მდებარეობს. შეხვედრა გასულ სამშაბათს, ”ბარსელონასა” და ”რეალს” შორის გასამართ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე შედგა.

თანხა, რომლის მიღებაც სურს ”უდინეზეს” ხელმძღვანელობას 30 მილიონ ევროს უტოლდება. ”ბარსელონას” სერიოზული კონკურენტები ჰყავს. ალექსის სანჩესის შეძენით დაინტერესებული არიან ”მანჩესტერ სიტი” და ”ინტერი”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში