“ბარსელონას” ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ რთულია და ზაფხულში, კატალონიელები რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას აპირებენ – კლუბს ის მოთამაშეები დატოვებენ, რომლებსაც მომდევნო სეზონში შემადგენლობაში მოხვედრის დიდი შანსი არ ექნებათ.
“ბლაუგრანადან” წასვლასთან ახლოსაა ჟან-კლერ ტოდიბო, რომელიც მიმდინარე სეზონს იჯარით “შალკეში” ატარებს. არც ისე დიდი ხნის წინ, მასზე დიდი იმედები მყარდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის “ბარსას” ცენტრალური დაცვის გამაძლიერებლად აღარ განიხილება.
“შალკე” ფრანგი ფეხბურთელით კმაყოფილია და მისი 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისი, დიდი ალბათობით, მის შენარჩუნებაში ხელს შეუშლის. სავარაუდოდ, ტოდიბო კარიერას “ევერტონში” გააგრძელებს, რომელიც “ბარსელონას” ტრანსფერის სახით 20 მილიონს, ბონუსებით კი 5 მილიონს უხდის.
Sport-ის ინფორმაციით, “ბარსამ” საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს.
ლა ლიგის მოქმედ ჩემპიონსა და “ევერტონს” შორის სატრანსფერო გარიგებები ხშირად დგება: არც ისე დიდი ხნის წინ, ლივერპულელების რიგებს “ბლაუგრანადან” იერი მინა, ანდრე გომეში და ლუკა დინი შეუერთდნენ.



აბიდალი უკვე ძაან ატრაკებს რახან კლუბის ყოფილი მითამაშეა ყველაფერი კიარ უნდა ეპატიოს. გააკეთოს ნორმალური ტრანსფერები თუარადა უნდა გაუშვან სხვა გზა არაა
Gaushvan gamosyidvis uplebit tu dadgrba kargi mcveli gamoisyidian 2 an 3 welshi
აბიდალს გაააჯ****** სასწრაფოდ
რა უნდა ტიპს რატო ანვრევს გუნდს
ბორდიც დავაი ნა***
არ არა არა და არა ამის გაყიდვა არაფრით არ შეიძლება
ამათ მშვიდობა ხო აქვთ ? ხოარ გამო.ლევდნენ ესენი ხელი არ დაედოს