აუდის თასის გათამაშებაში, რომელიც ივლისში გაიმართება ”ბარსელონა” 1/2 ფინალურ შეხვედრაში ”ინტერნაციონალს” დაუპირისპირდება. მეორე 1/2 ფინალურ შეხვედარში მიუნხენის ”ბაიერნი” იტალიურ ”მილანს” შეხვდება. გუნდების ასეთი დაწყვილება გულშემატკივრების გამოკითხვის შემდეგ გადაწყდა.
40 000-ზე მეტმა გულშემატკივარმა მისცა ხმა 6 დღეში აუდის თასის გათამაშების ვებსაიტზე, თუ ვის უნდა დაპირისპირებოდნენ ”ბაიერნი” და ”ბარსელონა” ნახევარფინალში. 1/2 ფინალური მატჩები 27 ივლისს გაიმართება. 28 ივლისს გაიმართება ფინალი და გამოვლინდება მესამე ადგილოსანი გუნდი.
ბილეთები გაყიდვაშია
ბილეთები იყიდება აუდის თასის გათამაშების საიტზე მთელი დღის განმავლობაში. ბილეთების ფასი 18 ევროდან იწყება.



