workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სევილიაში” ივან რაკიტიჩს ელოდებიან

“სევილიაში” ივან რაკიტიჩს ელოდებიან

“სევილია” ივან რაკიტიჩისთვის იდეალური გუნდი იქნება. ABC-ის ცნობით, ანდალუსიური გუნდის ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს მისი დაბრუნების დიდი სურვილი აქვთ.

ხორვატი ფეხბურთელი “სევილიაში” 2011-2014 წლებში თამაშობდა და “რამონ სანჩეს პისხუანის” დატოვებამდე გუნდის ერთ-ერთი კაპიტანიც გახლდათ. მიუხედავად ყველაფრისა, სევილიას სპორტული დირექტორი სატრანსფერო მოლაპარაკებების არსებობას არ ადასტურებს. 

“ივანის “სევილიაში” დაბრუნების სურვილზე წავიკითხე და მადლობელი ვარ მისი ასეთი სიტყვებისა და გუნდში დაბრუნების ინტერესისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე სატრანსფერო მოლაპარაკებების გამართვა სარისკოა.”

“ბლაუგრანასთვის” რაკიტიჩის გარშემო არსებული ამგვარი ჭორები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან კატალონიელებს ივანის გაყიდვა ამავე ზაფხულში სურთ. 32 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. 

ხორვატმა მიმდინარე სეზონში 90 წუთით მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა. საერთო ჯამში კი 31 შეხვედრაში 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • Pablos ar abia
    schedule 26 აპრ 2020, 12:06

    შეიძლება

  • M10 S9 D11
    schedule 25 აპრ 2020, 23:21

    წაიყვანეთ მოგვაშორეეეთ