“ვულვერჰემპტონის” ფეხბურთელის, ადამა ტრაორეს აგენტი, როდრი ბასტერი კლიენტის სხვა კლუბში გადაბარგებაზე ალაპარაკდა.
“კონტრაქტის პირობებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან კონფიდენციალური საკითხია. ადამა ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლის ფიზიკური მდგომარეობა მიმზიდველი ბევრი კლუბისთვაა. სატრანსფერო ბაზარზე მისი ადგილი იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება.
ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და ზაფხულში კრიზისი ტრაორეზე არ იმოქმედებს”, – აცხადებს აგენტი EFE-სთან.
ცოტა ხსნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ვულვზმა” “ლა მასიას” აღზრდილ ფეხბურთელში 75 მილიონი ევრო მოითხოვა. 24 წლის მოთამაშის შეძენა ევროპის გრანდთა შორის, “ბარსელონასაც” სურს.
გაზარდეს და როგორც ბოლო წლებში ხდება აკადემიიდან ისე გაუშვეს შანსიც არ მიცეს, იყიდონ მონსტრია ტიპი სისწრაფე გინდა ფიზიკა ხო იცის ნიუტონიდან აინშტაინამდე 😀