“ლესტერის” უკანახაზელმა, ბენ ჩილუელმა, AMA-ს სტილის ინტერვიუს დროს, გულშემატკივართა შეკითხვებს უპასუხა. ამ კითხვებზე პასუხისას 23 წლის ფეხბურთელმა მესის მიმართ აღმატებული დამოკიდებულება გამოხატა.
მესისა და რონალდუს შედარებისას ბენს ერთი წამიც არ უფიქრია, ისე უპასუხა:
“მესი. რონალდუ არის წარმოუდგენლად ძლიერი ათლეტი, მაგრამ მესი, ზოგადად, არის საუკეთესო, ვისაც ფეხბურთი ოდესმე უთამაშია.”
ჩილუელმა ლეო ასევე ყველაზე რთულ მოწინააღმდეგედაც დაასახელა, ვისაც ოდესმე შეხვედრია.
“მე მის წინააღმდეგ წინასასეზონო მატჩისას ვითამაშე და ის უბრალოდ დაუჯერებელი იყო. მან ერთი არაზუსტი პასი გააკეთა და მას შემდეგ გაასმაგებული მონდომებით თამაშობდა, რა დროსაც ოლბრაიტონს ბურთი ფეხებქვეშ გაუტარა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.”
ჩილუელი 23 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ყურადღება ბევრი კლუბისაგან, მათ შორის “ჩელსისგან” მიიპყრო. იგი 40 მიილიონ ევროდაა შეფასებული. მიმდინარე სეზონში, “მელიების” რიგებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში მან 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.




დემბუზა ჩვენი ლომი 😂
ძალიან კარგი მცველია შეტევაში კარგად ერთვება და დაცვაშიც არ ირცხვენს თავს.ბარსას ბოსებს ესეთი იგროკები არევასებათ ყიდულობენ ფიტპოებს და ბალაყანებს.
სხვათაშორის შეიძლება ამის განხილვაც ალბას შემცვლელად