ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა “ბარსას” ოფიციალურ ვებ გვერდზე ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ვილას სულ მალე ვიხილავდით ასულგრანას მაისურით. დღეს, კი ერთ–ერთმა წამყვანმა კატალონურმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, რომელსაც სათაურად დიდი ასოებით ეწერა: David Villa, iFichado! – რაც იმის მანიშნებელია, რომ დავიდი მომავალი სეზონიდან “ბარსას” მაისურით “იფრენს”.
კატალონური პრესა იტყობინება, რომ ვილა ოთხშაბათს, ანუ დღეს, ესტუმრება ლაპორტას, ხოლო პრეზენტაცია პარასკევს მოეწყობა “კამპ ნოუზე”. ჯერჯერობით უცნობია ტრანსფერის დეტალები და ფასი, რომელიც 40–50 მილიონამდე მერყეობს. კონტრაქტი, კი სავარაუდოდ 4 წლის ვადით გაფორმდა.
ვილაგსან განსხვავებით, ფაბრეგასის საკითხი ჯერჯერობით ბოლომდე არ არის მოგვარებული. თუმცა ცნობილია, რომ ცესკს აღარ სურს “არსენალში” დარჩენა. სავარაუდოდ, “ფაბრესაც” რამდენიმე დღეში ვიხილავთ “ბარსას” მაისურით, რადგან ლაპორტას და კომპანიას მნიშვნელოვანი ტრანსფერების განხორციელება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე განუზრახავს.