ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, პრიმერაში და სეგუნდაში მოასპარეზე კლუბებს შეატყობინა, რომ ესპანეთის მთავრობა მასობრივი ღონისძიებების 2021 წლამდე გაუქმებას გეგმავს, შეზღუდვებში იგულისხმება, მატჩებზე მაყურებლის დასწრებაც. იტყობინება, AS.
შეზღუდვები ესპანეთში მთელი მსოფლიოს მსგავსად, კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედებს.
ესპანეთის პარლამენტის დეპუტატთა კონგრესმა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 9 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

