მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჯეიმი კარაგერი: თავდაპირველად, სუარესმა კბენის ფაქტი უარყო

ჯეიმი კარაგერი: თავდაპირველად, სუარესმა კბენის ფაქტი უარყო

“ლივერპულის” ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა თავისი ყოფილი თანაგუნდელისა და “ბარსელონას” ამჟამინდელი ფეხბურთელის, ლუის სუარესის ბრანისლავ ივანოვიჩთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

“თავდაპირველად, ურუგვაელი ყველაფერს უარყოფდა, იმედოვნებდა, რომ კამერებს ეპიზოდი დაფიქსირებული არ ექნებოდა. ვფიქრობ, სუარესის ქმედებამ “ლივერპულზე” დიდი გავლენა იქონია, რადგან ლუისმა ამის გამო 8-9 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

მახსოვს, რომ მომდევნო სეზონის 4-5 შეხვედრა გამოტოვა, რა დროსაც “საუთჰემპტონთან” და “სუონსისთან” 5 ქულა დავკარგეთ. “ლივერპული” თითქმის ჩემპიონი გახდა, სუარესი კი საუკეთესო მოთამაშე იყო, მაგრამ სეზონის სტარტზე ვერ თამაშობდა.

მსგავსი შემთხვევა მას “აიაქსშიც” ჰქონდა და მსოფლიო ჩემპიონატზეც, როდესაც “ბარსაში” გადასვლა სურდა.

ლუისი იმედგაცრუებული იყო, თუმცა, ვფიქრობ, ფანების მხარდაჭერამ მასზე იმოქმედა”, – ციტირებს ინგლისელის სიტყვებს Goal.

“ელ პისტოლერომ” ამსტერდამის “აიაქსში” თამაშის დროს ოტმან ბაკალის უკბინა, “ლივერპულში” – ბრანისლავ ივანოვიჩს, ხოლო მუნდიალზე – ჯორჯო კიელინის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • Don_Andresito
    schedule 22 აპრ 2020, 17:58

    ციტატა: uncrowned king
    შენ დაწერე რონალდოს სტატიაზე ეს მესის როგორ უნდა შეადაროო ჰო?😂😂😂😂😂😂😂 მაგარი პრიკოლებს აძრობთ ხოლმე არგაგიტყდეს ძმა😂😂😂😂😂😂😂 სერიოზულად გამეცინა მაგაზე საღოლ😂😂😂


    რონალდო რონალდოა მესი მესია, მე ვერანაირ მსგავსებას ვერ ვხედავ მაგ ორს შორის. შედარება ვისაც უნდა კიდე მაინც და მაინც, მე მაქვს ჩემი აზრი ვინ უფრო დიდი ფეხბურთელი იყო. ნახე ჩემი კომენტარი მაგ სტატიაზე და მიხვდები რონალდოზე რასაც ვფიქრობ მარა ლეო უფრო დიდი ფეხბურთელია და გინდა სასაცილოდ მოგეჩვენოს გინდა სატირლად. თუ გინდა რონალდო ზიდანი ფიგუ და რაული გააერთიანე. პროსტა რონალდო არ იმსახურებს იმას რო ვინმე არ შეადარო და ეგრე დააკნინო.

    კარაგერი კიდე მოსიარულე პიტალოა. ამ განცხადების გამო არა ზოგადად. დააბრალა ეხლა სუარესს თავიანთი ჩმორობა რაც 2012 ში ქნეს. რაც ამისთვის ანრის აქვს ნაკკეთები ერთი ამასაც რო ეკბინა თავმოყვარე კაცი იქნებოდა. აბა რას იტყოდა კი ვუკბინეო? აფექტში მოხდა ეგ და იასნია თავისი საქციელის გაუტყდა.

  • nika 54
    schedule 22 აპრ 2020, 14:49

    ვიცნობდეთ ჩვენ ხალხს, ვინ გვიწვრთნის გუნდს. კიკე ფეხბურთელი, რას წარმოადგენდა:
    https://www.youtube.com/watch?v=9YFTtOK18WQ
    https://www.youtube.com/watch?v=UlyUPZToE5w
    მე მგონი ძალიან ტექნიკური იყო, ახალგაზრდობაში.

    ციტატა: uncrowned king

    ციტატა: nika 54
    მომკალით და რამოსის მოქმედებებს ის რაც დამართა სალაჰს, კარიუსს და მესსის მუდმივად ურტყავს რო როგორმე თამაშიდან გათიშოს და მინიმუმ დაასახიჩროს. გამართლება არა აქვს. არც კბენაა სასიამოვნო, მაგრამ კიელინის კბენის მერე მოედანიც კი არ დაუტოვია და თამაშიც გააგრძელა, ისევე როგორც დანარჩენმა "დაკბენილებმა". აი რამოსმა სალაჰი კაი ხნით გაუშვა ჰოსპიტალში, და გაუთიშა მეკარე. გეხსომებათ იდაყვით რო სიფათში გაუარა და ფაქტიურად ამის შემდეგ კარიუსმა უბრალო ბურთებიც კი გაუშვა. შეიძლება ვთქვათ, რომ ის ბოლო ლიგა რამოსის "დამსახურებაა"


    შენ დაწერე რონალდოს სტატიაზე ეს მესის როგორ უნდა შეადაროო ჰო?😂😂😂😂😂😂😂 მაგარი პრიკოლებს აძრობთ ხოლმე არგაგიტყდეს ძმა😂😂😂😂😂😂😂 სერიოზულად გამეცინა მაგაზე საღოლ😂😂😂


    გიყვარდეს რონალდო, შენი საქმეა. მე ვინც მომწონს ჩემი საქმეა.

  • LBJ23 LM10
    schedule 22 აპრ 2020, 14:30

    ჩვენი ჯეკა,საუკეთესო ცენტრფორვარდი დღესდღეობით ❤️

  • shu1987
    schedule 22 აპრ 2020, 14:24

    ჯეკა მაგარია ტოო, კბენაც საუკეთესო იცის, კიელინის რა გაუკეთა 😀

  • nika 54
    schedule 22 აპრ 2020, 13:57

    მომკალით და რამოსის მოქმედებებს ის რაც დამართა სალაჰს, კარიუსს და მესსის მუდმივად ურტყავს რო როგორმე თამაშიდან გათიშოს და მინიმუმ დაასახიჩროს. გამართლება არა აქვს. არც კბენაა სასიამოვნო, მაგრამ კიელინის კბენის მერე მოედანიც კი არ დაუტოვია და თამაშიც გააგრძელა, ისევე როგორც დანარჩენმა "დაკბენილებმა". აი რამოსმა სალაჰი კაი ხნით გაუშვა ჰოსპიტალში, და გაუთიშა მეკარე. გეხსომებათ იდაყვით რო სიფათში გაუარა და ფაქტიურად ამის შემდეგ კარიუსმა უბრალო ბურთებიც კი გაუშვა. შეიძლება ვთქვათ, რომ ის ბოლო ლიგა რამოსის "დამსახურებაა"

  • M10 S9 D11
    schedule 22 აპრ 2020, 13:54

    რაც ბარსაში გადმოვიდა იმის მერე აღარავისთვის უკბენია 😂😂😂