“ბარსელონას” მფლობელობაში მყოფ ბრაზილიელ ფეხბურთელს, ფილიპე კოუტინიოს კატალონიური კლუბის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ.
ადრე გავრცელებული ცნობებით, 27 წლის ნახევარმცველის დამატებასთან ყველაზე ახლოს ლონდონის “ჩელსი” იყო, თუმცა, Cadena SER-ის მტკიცებით, ერთადერთი ინგლისური გუნდი, რომელსაც ფილიპეს შეძენა სურს – “ლესტერია”.
სავარაუდოდ, მიუხედავად იმისა, რომ კიკე სეტიენმა ბრაზილიელის დაბრუნება ისურვა, “ბლაუგრანა” “ბაიერნში” განათხოვრებულ კოუტინიოს 90 მილიონ ევროდ შეელევა.
“რეკორდმაისტერს” ფილიპეს გამოსყიდვა 120 მილიონ ევროდ შეუძლია, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს არ მოხდება. მან ამ სეზონში, გერმანული გუნდის მაისურით, 32 მატჩში თავი 9 გოლით გამოიჩინა.
აქ ვერ გაიხსნა, ვთქვათ არასწორად იყენებდნენ, მაგრამ ბაიერნში რა მოხდა? იქაც არასწორად გამოიყენეს? მე არ მჯერა ამის გახსნის ისეა დაკეტილი.
ისეთი პონტია რაღაცა ნივთს იყიდი, ლამაზია მაგრამ შემოიტან სახლში და ადგილს ვერ მოუძებნი, არაგაქვს ამის ადგილი, ისეა კოუც. იყიდეს, მაგრამ არ იცოდნენ, რაში და სად გამოეყენებინათ. ასევე მიმაჩნია გრიზმანიც. ორივე კარგები იყვნენ, სადაც იყვნენ, ბარსაში კი არც ერთის ადგილი არ იყო. ბართომ კი რა იჩალიჩა ეს შეიძლება გვიან გავიგოთ.
რა მეორე შანსი ხალხნო? პირველი როდის მიცეს? როცა მარცხენა გარემარბად ათამაშეს? რატო უნდა შეუცვალო 130 მილიონად ნაყიდ 26 წლის სუპერვარსკვლავს პოზიცია? თუ არ იყო გეგმაში ამის გამთამაშებლად ( შემტევ ნცენტრალურ ნახევარმცველად თამაში, საერთოდ რატო ყიდულობდნენ? სად ქონდათ გეგმა? უბრალოდ გაიხსენეთ მეორე გრანდი ვინც ამხელა ფული გადაიხადა სუპერსტარში და სხვა პოზიციაზე დააყენა? ასეთ იდიოტობას მარტი ჩვენ საყვარელ გუნდში ახერხებენ, თან ეგ ერთი იდიოტობა არ იკმარეს და იგივე შეცდომა მიაყოლეს გრიზმანის სახით. ზუსტად აი ანალოგიური იდიოტობა რატომ უნდა გაიმეორე მეორედ? კარგი ერთხელ თოხლე მაგრამ ზედიზედ ორჯერ? შეგახსენებთ კოუტინიუ ეპლის აშკარად საუკეთესო ფეხბურთელი იყო რომ ვიყიდეთ, გრიზმანი კი მსოფლიოს ჩემპიონი სუპერ გუნდის ლიდერი? ბავშვი და 18 წლის არცერთი იყო, რომ ეფიქრათ აბა ვცადოთ კრაიზე დავაყენოთო? ან როგორ შეიძლება საცდელად გადაყარო ლამის 250 მილიონი, ეს ან უსაზღვრო იდიოტიზმია ( რაც სირცხვილზე მეტია ასეთი გრანდისთვის) ან უბრალოდ რაღაც ფულადი მახინაცია , რასაც ალბათ როდისმე გავიგებთ. გარემარბი ჭირდებოდათ თურმე🙁 ეყიდათ იბიომატ კულიბალი, ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელია ეგეც იქნება და ქონდა გარემარბის ფარული ნიჭი🙁. მოკლედ რა მე ძაან უიმედოთ ვარ ამ პრეზიდენტის და ამ ბორდის ხელში. მესის უნდა ვუკოცნოთ ერთი ადგილი , თორე მართლა კაპიკია ამ გუნდის ფასი. მტერი იდიოტი ბორდის ხელში
არადა არაა დასაკარგი კოუტინიო ჯერ 27 წლისაა და 5-6 წელი შეუძლია თამაში.
ერთი შანსი უნდა მისცენ ჩემი აზრით,ოღონდ თავის პოზიციაზე უნდა ათამაშონ
ხოდა დატოვეთ ლესტერისთვის არ მემეტება კოუტინიო