workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Express: უსმან დემბელე “მანჩესტერ იუნაიტედს” უახლოვდება

Express: უსმან დემბელე “მანჩესტერ იუნაიტედს” უახლოვდება

Express.co.uk-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” შემტევი, უსმან დემბელე “მანჩესტერ იუნაიტედს” უახლოვდება. ცნობილია, რომ ფრანგი ფეხბურთელი თანამემამულე ანტონი მარსიალს “წითელი ეშმაკების” შესახებ ესაუბრა.

22 წლის შემტევი “ბლაუგრანას” 2017 წელს 135 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეურთდა, თუმცა მან გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. ძირითადად, იმედგაცრუების მიზეზად მისი ხშირი ტრავმიანობა სახელდება – ფეხბურთელმა ლაზარეთში თითქმის 1 წელი გაატარა (344 დღე).

ცოტა ხნის წინ Marca-მ გაავრცელა ცნობები, თითქოს “ბარსელონას” უსმანის შენარჩუნება სურდა, რადგან 60 მილიონი ევრო გადახდას, კორონავირუსის ფონზე, ვერავინ შეძლებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 19 აპრ 2020, 21:25

    დემბოს არავინ გაუშვებს და შეეგუეთ ამ ფაქტს!!!

  • რივალდო-მესი
    schedule 19 აპრ 2020, 20:58

    60 მილიონად🙁🤨😞 შარშან 39 წლის მოდრიჩი 40 მილიონად არ გაყიდა პერესმა. ესენი 140 მიკიონად ნაყუდ 22 წლის ტალანტს 60 ყიდიან. სუპერ კიტრი ბართო

  • shu1987
    schedule 19 აპრ 2020, 20:15

    არ უნდა გაყიდონ მითუმეტეს ასე იაფად, დაიტოვონ ჯერ 22 წლისაა და ერთი სეზონი თუარაფერი გამოუვიდა კრიზისი არ იქნება და ეგება უფრო სარფიანად გაასხვისონ მერე თუ გაყიდვა უნდათ მაინცდამაინც რასაც მე არ ვემხრობი, მე მჯერა დიდ ფეხბურთს ითამაშებს.

  • M10 S9 D11
    schedule 19 აპრ 2020, 19:51

    კი კი ნელა იყავით