მიმდინარე სეზონში, ორიოლ ბუსკეტსმა, “ტვენტეს” მაისურით, 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა. 21 წლის ფეხბურთელმა 10 შეხვედრა ცენტრალური მცველის პოზიციაზე, ხოლო 13 – ნახევარმცველის პოზიციაზე ჩაატარა.
“ბლაუგრანა” მის დამატებას ამ ზაფხულს აპირებს. მისი სახით გუნდი შესანიშანვ შევსებას მიიღებს, როგორც ცენტრალური მცველის, ასევე ნახევარმცველის პოზიციისთვის.
კატალონიელები ბუსკეტსის ჰოლანდიურ კარიერას აქტიურად აკვირდებიან, ესპანელის თამაში კი იჯარაში ყოფნის პერიოდში აშკარად გაუმჯობესდა. როგორც მოსალოდნელია, კიკე სეტიენი მას სეზონის მოსამზადებელ თამაშებზე დააკვირდება და გადაწყვეტილებას ისე მიიღებს.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ორიოლმა დაადასტურა, რომ “ბლაუგრანაში” იმავე პოზიციაზე თამაშის სურვილი აქვს.




სახითაც გავს მგონი ბუსკეცს, იმედია ისეთივე წარმატებული იქნები როგორც ბუსკვერცხა
მაშინ დეიონგის ზამენა უნდა იყოს იმიტო რო დეიონგია მაგ პოზიციაზე გამოჩნდა ამ სეზონში რო ჩამშლელად ბევრად უკეთესად თამაშობს ვიდრე სხვა პოზიციაზე
გვარდის რო ყავდა ბუსკეცი ერთი პერიოდი ეგრე იქნება ესეც