workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტრინკაუ: მინდა, მესისგან ვისწავლო

ტრინკაუ: მინდა, მესისგან ვისწავლო

20 წლის პორტუგალიელი შემტევი, ფრანსიშკუ ტრინკაუ “ბრაგას” ღირსებას იცავს, თუმცა 1 ივლისს “ბარსელონას” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. 

ახლახანს, ტრინკაუმ “ბლაუგრანას” მედიასთან ისაუბრა. 

“სახლში, მშობლებთან და დასთან ერთად ვარ. ვვარჯიშობ და ვცდილობ, რეჟიმი განსაკუთრებით არ შევცვალო. იმ გეგმას მივყვები, რომელიც “ბრაგამ” მომცა. 

ძალიან ამაყი ვიყავი იმ მომენტში, როცა “ბარსელონადან” დამიკავშირდნენ. მოუთმენლად ველი, როდის ჩავიცვამ მსოფლიოში საუკეთესო გუნდის მაისურს და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებს შევხვდები. 

მინდა, ლეო მესისგან ბევრი ვისწავლო. ანტუან გრიზმანს უკვე ვესაუბრე, მან პორტუგალიურად გამამხნევა.

რა შემიძლია შევმატო კლუბს? ჩემი თამაშის სტილი გუნდისას ემთხვევა. მინდა ჩემი მოხერხება, ახალგაზრდობა და მარცხენა ფეხი გამოვიყენო. ვფიქრობ, ფანები ჩემთან ერთად სიამოვნებას მიიღებენ. მე ბევრს ვშრომობ და მენტალურად ძლიერი ვარ, გატანა და შექმნა მიყვარს. ვეცდები, ისე თამაში გავაგრძელო, როგორც “ბრაგაში” ვაკეთებ”. – თქვა ტრინკაუმ. 

ფრანსიშკუმ კატალონიურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • FloweN
    schedule 15 აპრ 2020, 00:29

    მთავარია დრო ჰქონდეს სათამაშო, თორე სეტიენს რო არ უჭირს ახალგაზრდებთან ურთიერთობა ფაქტია.

  • El pistolero 9
    schedule 14 აპრ 2020, 22:48

    მეიმედება ამ ბიჭის ძაან.სეტიენი მოხოდავს მგონია

  • რივალდო-მესი
    schedule 14 აპრ 2020, 22:39

    მეიმედება ამ ბიჭის მაგრამ სეტიენი რამდენად გახსნის ეგაა საქმე

  • Fati
    schedule 14 აპრ 2020, 21:46

    ვუყურებ ხოლმე ბრაგას თამაშებს და როცა ეს ბიჭი გამოდის მშვენივრად თამაშობს კარგი დრობლინგიაქ პასი და რაც მთავარია ფლანგზე გაიქეცი ჩააწოდე არარის მარტო.იმედია ბარსა დროს მისცემს რო კარგ შემტევად ჩამოყალიბდეს ამისთვის მას ყველაფერიაქ.❤️❤️

  • M10 S9 D11
    schedule 14 აპრ 2020, 21:27

    მოუთმენლად ველი ამის თამაშს ბარსას მაისურით