workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ძანეტიმ მესისა და მარადონას შორის არჩევანი გააკეთა

ძანეტიმ მესისა და მარადონას შორის არჩევანი გააკეთა

მექსიკურ გამოცემა TUND-თან ინტერვიუსას, არგენტინელ ლეგენდასა და “ნერაძურის” ვიცე-პრეზიდენტს, ხავიერ ძანეტის, საუკეთესო ფორმაში მყოფი მესისა მარადონას შორის არჩევანის გაკეთება სთხოვეს.

“ჩემი სურვილით “ინტერში” მესის მოვიყვანდი. მე მას დიდი ხანია ვაკვირდები და რასაც ის აკეთებს, უბრალოდ მშვენიერია.”

“ის არის ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერ მომენტში გარკვეულ ცვლილებას ახდენს თამაშზე და ამიტომ ჩემს გუნდში ლეოს დავიმატებდი.”

მიუხედავად იმისა, რომ მარადონასაგან გასნხვავებით, მესი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს არ დაუფლებია, “ბლაუგრანას” კაპიტნის საფეხბურთო მემკვიდრეობა მაინც უფრო დიდია.

ამის დასადასტურებლად უბრალო სტატისტიკის მოშველიება შეგვიძლია. მესიმ “ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 718 შეხვედრაში 627 გოლი გაიტანა. არგენტინელი პელეს რეკორდს უახლოვდება, ერთი გუნდის შემადგენლობაში გატანილი გოლების რაოდენობით. ბრაზილიელი მხოლოდ 16 გოლით არის წინ.

მესის 6-ჯერ აქვს ოქროს ბურთი მოგებული, რაც სარეკორდო შედეგია. უკანასკნელი მათგანი მან დეკემბერში მიიღო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 12 აპრ 2020, 14:42

    ფეხბურთის სირცხვილია მესის რო მსოფლიო ჩემპიონატი არ აქვს მოგებული

  • nika 54
    schedule 12 აპრ 2020, 10:49

    "მიუხედავად იმისა, რომ მარადონასაგან გასნხვავებით, მესი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს არ დაუფლებია"
    უკვე ნერვების ამშლელია ეს სიტყვები, ჟირუ თუ საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ეხლა მესის ჯობია? არადა ბენზემა რო წესიერად მოქცეულიყო ჟირუს მაგივრად წავიდოდა ნაკრებში და რა? მაშინ ბენზემა იქნებოდა მესიზე უკეთესი? იქნებ შურლე(გაგიგიათ არა? გერმანელია) ჯობია ლეოს? როდის გაიგებს ეს ხალხი რო ტიტულს იგებს გუნდი და თუ ერთი უძლიერესი რამეს წაამატებს ამ შედეგს მაქსიმუმ 5-10%-ის რაიონში. მესის რა საგოლე გაუფუჭა იგუაინმა? რო გაეტანა? სხვათა შორის მსოფლიოზე 1986-ს წელს გერმანიამ არგენტინას 0-2 დან ამოუქაჩა, მაგრამ მარადონას ერთმა პასმა თამაშის ბოლოს გოლი მოიტანა. და არგენტინა გაჩემპიოდა, არადა გერმანელებსაც ხო შეეძლოთ იგივე ექნათ?

    ციტატა: nika 54

    აქვე დავამატებ ერთ საინტერესო ფაქტს: აზრი რო, "თუ ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონი არ გახდება ის არ იქნება საუკეთესო არასდროს" მოდის ფეხბურთის "მეფის" პელესგან, და ეს სიტყვები მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, როცა ჩაუნამიოკეს რო მესი ასეთი ტემპებით, მალე მას აჯობებდა და გვირგვინსაც ჩამოართმევდა. და აი მაშინ მოაგონდა პელეს აზრი რო სამგზის მსოფლიო ჩემპიონია და ხმამაღლა გააცხადა: ჯერ სამჯერ გახდეს მსოფლიო ჩემპიონი და მერე ვნახოთო. ხვდებით ხო რამხელა ღვარძლია ამ სიტყვებში, ეხლა რონალდინიო გაიხსენეთ რამხელა სახელი ქონდა, ბერნაბეუ ტაშით აცილებდა ხოლმე და მან თქვა პირველად: ეს ბიჭი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მეც მალე მაჯობებსო. ნუ ვიზე ამბობდა შეხსენება არ გჭირდებათ.