workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იგალოს ლა ლიგაში თამაშს უწინასწარმეტყველებენ

იგალოს ლა ლიგაში თამაშს უწინასწარმეტყველებენ

ყოფილმა ნიგერიელმა ფეხბურთელმა, აბდულ სულემ, იგალოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იჯარის დროის გასვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ “მანჩესტერ იუნაიტედი” მასთან კონტრაქტს არ გააფორმებს, იგი ევროპაში მაინც დარჩება.

Goal-თან ინტერვიუში ნიგერიელმა განაცხადა: 

“ვფიქრობ, რომ მომავალში, “მანჩესტერ იუნაიტედთან” იჯარის ამოწურვის შემდეგ, იგალო რომელიმე ევროპულ გრანდთან მაღალანაზღაურებად კონტრაქტს გააფორმებს.”

“მე არ ვფიქრობ, რომ “იუნაიტედი” მის შენარჩუნებას შეეცდება, რადგანაც, როგორც ჩანს, სათანადოდ არ აფასებენ და რეგულარულ სათამაშო დროს არ აძლევენ. მარკუს რაშფორდის გამოჯანმრთელების შემდეგ კი შესაძლოა საერთოდ აღარც გამოიყენონ.”

“მიუხედავად სარფიანი შეთავაზებისა, მე მას ჩინეთში წასვლას არ ვურჩევ,პირიქით, ვთხოვ, რომ ევროპაში დარჩეს. არც გამიკვირდება, თუ “ჩელსი”, “რეალი”, “სიტი” ან “ბარსა” მისით დაინტერესდებიან.”

იგალომ ახლახანს განაცხადა, რომ “მანჩესტერს” მისთვის  ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებია, შესაბამისად, მასზე სრულ უფლებას “შანხაი შენჰუა” იტოვებს.

ნიგერიელმა “წითელ ეშმაკებთან” ერთად გატარებულ დროში მეტოქის კარის ბადე 4-ჯერ შეარხია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 12 აპრ 2020, 01:25

    ჯერ მანჩესტერში არ მისულა რაის ლა ლიგაში თამაშს უწინასწარმეტყველებენ

  • Roma Shelo
    schedule 12 აპრ 2020, 00:55

    არა არა ბარსაში ეს მაინც არ მოგვიყვანონ❤️❤️