workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლის 100 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

პუიოლის 100 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტნისთვის, კარლეს პუიოლისთვის, სამშაბათის მატჩი, საიუბილეო, მე–100, გამოდგა ჩემპიონთა ლიგაზე. მან კარიერის განმავლობაშ 2–ჯერ მოიგო ამ გათამაშების თასი და ორი გოლი გაიტანა.

 

კარლესის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, ნამდვილად არ იყო სახარბიელო. “ბარსელონა” 4:0 გაანადგრუნა კიევის “დინამომ”. მსოფლიოს ერთ–ერთმა უძლიერესმა ფეხბურთელმა, შევჩენკომ, იმ მატჩში ჰეთ–თრიქი შეასრულა. პყუოლი იმ დროისთვის 32 ნომრიან მაისურს ატარებდა.

 

ორი საჩემპიონო მედალი

 

ეს წაგება კარგი გაკვეთილი გამოდგა ახალგაზრდა კარლესისთვის. რამდენიმე წლის შემდეგ იგი გუნდის კაპიტანი გახდა და ორჯერ ასწია ჩემპიონთა ლიგის თასი. ფრენკ რაიკაარდთან ერთად პარიზში და პეპ გვარდიოლასთან ერთად რომში.

 

ორი გოლი

 

პუიოლმა კარიერის განმავლობაშ, მხოლოდ 2–ჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა. ერთხელ ეს “კამპ ნოუზე” გააკეთა, მეორედ კი შტუტგარდში, “დეიმლერ არენაზე”.

 

პირველი გოლი მან 2006/2007 წლის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე გაიტანა. “ბარსელონამ” უმასპინძლა სოფიას “ლევსკის” და 5 გოლი გაუტანა. პუიოლი მეოთხე გოლის ავტორი გამოდგა. მას შემდეგ, რაც “ბარსას” მაისურზე გამოჩნდა “იუნისეფის” ლოგო, პუიოლმა კვლავ გაიტანა.

 

მეორე გოლი მან გაიტანა კვლავ ჯგუფურ ეტაპზე. კარლეს პუიოლმა გერმანიაში “შტუტგარდს” გაუტანა გოლი. მატჩი კატალონიელებმა 2:0 მოიგეს. ანგარიში კაპიტანმა გახსნა, ხოლო სხვაობა ლიონელ მესიმ გაზარდა.

 

ცარიელი კარიდან გამოტანილი ბურთი

 

კაპიტანის ყველაზე ცნობილი სურათი არის 2002/2003 წლის სეზონის. მთელი ევროპა გააოგნა კარლეს პუიოლმა, როდესაც მოსკოვის “ლოკომოტივის” ფეხბურთელები ცარიელი კარის წინ იდგნენ, ხოლო 5–6 მეტრში კარლეს პუიოლი. მეტოქის დარტყმას კარლესი გმირულად გადაეღობა, მკერდი შეუშვირა და მოიგერია. ეს თამაში მიმდინარეობდა “კამპ ნოუზე”. ეს დარტყმა განახორციელა განელმა ობიორამ. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის ანგარიში 0:0 იყო. კარლესის წყალობით ეს ანგარიში კვლავ შენარჩუნდა მანამ, სანამ ფრანკ დე ბორმა არ გაუტანა მოსკოველებს. საბოლოოდ, “ბარსელონა” გავიდა შემდეგ ეტაპზე.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=y9hXCcVDIX4]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში