workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების ვინაობა

გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების ვინაობა

გუშინ, 4 მაისს, დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრები. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალშ ასპარეზობდნენ შემდეგ წყვილები: “რეალი”–”ბარსელონა”, “შალკე”–”მანჩესტერი”.

 

პირველი მატჩი გაიმართა “შალკესა” და “მანჩესტერს” შორის გერმანიაში. დაძაბულ მატჩში ინგლისელებმა მოახერხეს და 2 უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს. გუშინ კი გერმანელები რევანშის ასაღებად ეწვივნენ “ოლდ ტრაფორდს” და იბრძოდნენ ფინალის საგზურისთვის. ძალიან სანახაობრივი თამაში იყო და რაც მთავარია, უხვგოლიანი. ინგლისელებმა აქაც დაჯაბნეს მეტოქე და გამანადგურებელი ანგარიშით, 4:1 მოუგეს, ხოლო ორი მატჩის ჯამში – 6:1.

 

მეორე მატჩი კი “სანტიაგო ბერნაბეუზე” ტარდებოდა. მადრიდის “რეალმა” უმასპინძლა “ბარსელონას”, თუმცა “შალკეს” მსგავსად ორი უპასუხო გოლი გაუშვეს. მატჩი ძალიან უხეში გამოდგა, თუმცა არავინ დაშავებულა. განამეორებით შეხვედრა “კამპ ნოუზე”, ბარსელონაში შედგა. პირველი მატჩისგან განსხვავებით, უფრო ლაღად და მშვიდად გამოიყურებოდნენ კატალონიელები, რაც შედეგზეც აისახა და მატჩი ფრედ, 1:1 მორჩა. “ბარსელონა” შემდეგ ეტაპზე 3:1 ბურთების შეფარდებით გავიდა.

 

28 მაისს კი შედგება ნანატრი ჩემპიონთა ლიგის ფინალი “უემბლიზე”. განმეორდა 2 წლის წინანდელი ისტორია და კვლავ “ბარსელონა”–”მანჩესტერს” იხილავს საფეხბურთო სამყარო საფინალო შეხვედრაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში