workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა შემთხვევაში დატოვებს ლაუტარო “ინტერს”?

რა შემთხვევაში დატოვებს ლაუტარო “ინტერს”?

Tuttosport-მა ის შესაძლო მიზეზები დაასახელა, რის გამოც, შესაძლოა, ლაუტაროს ტრანსფერი ნამდვილ საგად იქცეს.

არგენტინელი ფორვარდი თვეებია უკვე “ბარსელონას” რადარებზე ჩანს, კლუბი მის მიმართ ინტერესს დიდი ხანია იჩენს. “ინტერის”ხელმძღვანელობა კი მზადაა ფეხბურთელს შეელიოს, იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები რამდენიმე კომპრომისზე წავლენ.

პირველ რიგში, “ბარსა” მზად უნდა იყოს ლაუტაროს გამოსასყიდი თანხის 111 მილიონი ევროს გადასახდელად. თუ კატალონიური კლუბი ამაზე უარს განაცხადებს, მათ “ინტერის” დასაინტერესებლად ტრანსფერში ორი ფეხბურთელი უნდა ჩართონ.

მრავალი გამოცემისა და სხვადასხვა ჭორის მიხედვით, არტური, კარლეს ალენია, ნელსონ სემედუ, არტურო ვიდალი და ტოდიბო სწორედ ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც მილანური კლუბი უპირატესობას ანიჭებს.

ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ლაუტაროს ფასი კორონავირუსული ეპიდემიით გამოწვეული ზარალის გამო შემცირდება. იმ შემთხვევაში, თუ მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე, რაიმე გადაუდებელი ცვლილებები იქნება, არგენტინელის ტრანსფერი გაჭიანურდება.

ლაუტარომ, დააფიქსირა, რომ “ბარსელონაში” გადასვლა მისთვის პრიორიტეტულია, რაც “ბლაუგრანას” შანსებს ზრდის.

მიმდინარე სეზონში ცენტრ-ფორვარდმა “ნერაძურის” რიგებში 16 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Lasha71
    schedule 07 აპრ 2020, 00:00

    მოკლედ ჭადრაკია თუ ჭატრაკი ვერ გაიგებ!

  • M10 S9 D11
    schedule 06 აპრ 2020, 23:21

    ალენია წაიყვანონ უფასოდ დაჟე ლაუტაროც დაიტოვონ 😀 ვიდალს არტურს სემედუს და ტოდიბოა ხელი არ დაედოს გაიკეთონ ეგ ლაუტარო უკან

  • სპარტაკი
    schedule 06 აპრ 2020, 23:07

    ციტატა: ♠️Spooky♠️
    Todibo uechveli unda gamorickhon, da semedozec aseve unda ecadon(70%-it)


    არც არტური..