მის ჩვეულ რუბრიკაში Betfair-თან, რივალდომ კატალონიელებს ურჩია, რომ ნეიმარის დამატება უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე მთავარ პრიორიტეტად შერაცხული ლაუტარო მარტინესის.
“ლაუტარო კარგი ფეხბურთელია, თუმცა ვფიქრობ, რომ ნეიმარი სწორედ იმ ძალას წარმოადგენს, რომელსაც სასტარტო თერთმეტეულში მესის გვერდით თამაში შეუძლია.”
“ნეიმარი, სუარესის მსგავსია, ის იმ რამდენიმე ფეხბურთელში შედის, რომლებიც მოედანზე არსებულ წნეხს უძლებენ და საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობენ. ახლა კლუბისთვის პრიორიტეტული სწორედ ის უნდა იყოს.”
ამჟამინდელი ინფორმაციით, რომელსაც კატალონიური წყარო, Mundo Deportivo ავრცელებს, “ბარსას” ორივე ფეხბურთელის დამატება აქვს გადაწყეტილი.
წყაროს ინფორმაციით, ნეიმარი, შესაძლოა, ნამდვილი კატალიზატორი გახდეს კლუბის წარმატებისა, როგორც სპორტულ, ასევე მარკეტინგულ ასპარეზზე.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა “ბარსელონა” 2017 წელს დატოვა, თუმცა საფრანგეთში საკუთარი რეალური პოტენციალის გამომჟღავნება ვერ მოახერხა.




რავა ყველაფერში თავის აზრს აკვეხებს ეს? მწვრთნელობა უნდა თუ…
მე მსგ-ც დამევასებოდა.
ნემო დაბრუნდება უეჭველი.ერთი მსნ თი მაკაიფა ისევ მეტი არაფერი მინდა 😀
რა ძნელი გამოსაცნობი იყო რო ნეიმარს მიანიჭებდა უპირატესობას და სწორიცაა ამ ორს შორის თუ მიდგა არჩევანი ნეიმარი უნდა აირჩიო ლაუტარო საერთოდ არაფერში არ სჭირდება ბარსას არც ვინგერია არ ცენტრ ფორვარდი და ეგეთი გრიზმანიც გვყავს რომელიც ლაუტაროზე ბევრად კლასნია
ციმბირელი ფორვარდი კარგი იყო :დდდდ შენ გაიხარე :დდდ
Auuu ki bratt ddddddddddd avyiravdi ďddddddd
ციმბირელი ფორვარდი კარგი იყო :დდდდ შენ გაიხარე :დდდ
ვინც აკვირდებით ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე გინდა ზამთრის იყოს გინდ ზაფხულის სულ ნეიმარის ტრანსფერზე მიდის საუბარი გადმოვაო. ნეტა რით ვეღარ გადმოვიდა ბარსაში ამდენი სატრანსფერო ფანჯარა თუ ესე უნდა გადმოსვლა. უჰჰ უკვე ყოველ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას ვიცი დაიწყებენ მაგაზე ჭორების აგორებას გადმოდისო და აგიხდა კიდეც ყველაფერი სულ მასე ხდება ბოლოს ისე დაიხურება ფანჯარა რო ვინმე ციმბირელ ფორვარდს მოიყვანეს ან კამბოჯელ ვინგერს და მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას კიდევ მაგ ჭორების გააგორებენ გადმოდის და ესე. ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზეც გადმოდიოდა ნეიმარი, წინა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც და იმის წინაშეც უკვე გადმოდიოდა და რით ვეღარ გადმოვიდა. მე უკვე გატრუხებული მაგ ნეიმარის ჭორების უკვე.