“ბილბაოს” ლეგენდა არიც ადურისი მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
ცოტა ხნის წინ, გერმანელმა მეკარემ, 39 წლის ბასკი ყველაზე რთულ მეტოქედ დაასახელა.
“ტერ შტეგენი ძალიან კარგი მეკარეა, ის სრულყოფილია. ის, უდაოდ, ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი დამოკიდებულების გამო ძალიან მადლიერი ვარ.
რაც ტერ შტეგენზე მსმენია, ის არა მხოლოდ დიდებული მეკარე, არამედ ძალიან კარგი პიროვნებაა და ამის გამო, მისი შეფასება კიდევ უფრო ამაყს მხდის.” – ციტირებს არიც ადურისის სიტყვებს Mundo Deportivo.
ადურისსა და ტერ შტეგენს, ერთმანეთის პირისპირ, 12-ჯერ უთამაშიათ. ესპანელი თავდამსხმელის აქტივში 4 მოგება, 6 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა, გერმანელმა მეკარემ კი თავი 7 მოგებითა და კარის მშრალად 4-ჯერ შენახვით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ტერ შტეგენის კარში 6 გოლი სხვას არავის გაუტანია. მე-2 ადგილზეა იაგო ასპასი 5 გოლით, თუმცა, მას, ამისთვის, მხოლოდ 7 თამაში დასჭირდა.
მაგარი გვთხარა პირველ ტურში.ბებერი მგელია ადურისი
შტეგო საუკეთესოა.
აი რეებს წერთ ხანდახან გაოგნდება კაცი:
"ბილბაოს" ლეგენდა არიც ადურისი მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. აი რა კრიტიკა გამოთქვა დავინტერესდი და თურმე:
გერმანელმა მეკარემ, 39 წლის ბასკი ყველაზე რთულ მეტოქედ დაასახელა.
– ვინაა ყველაზე ძლიერი თავდამსხმელი, ვის წინააღმდეგაც გითამაშია?- ასეთი რამდენიმეა, მაგრამ ყველაზე რთული მეტოქე არიც ადურისია.
ადმინ ეს კრიტიკაა თუ ქება ამიხსენით, რისთვის მიშვებთ არქივში იმის სანახავად, თუ რატომ გააკრიტიკა შტეგენმა ადურისი. საერთოდ კრიტიკა და შექება თქვენ ერთი და იგივე გგონიათ თუ რა ხდება.