ანტუან გრიზმანის “სოსიედადში” დებიუტი მარტინ ლასარტეს მწვრთნელობისას შედგა. ურუგვაელი სპეციალისტი El Desmarque-სთან ინტერვიუში, გრიზმანის მდგომარეობის გამო, “ბარსელონას” ადანაშაულებს.
“განტევების ვაცის მოძებნა გვიწევს, ვიღაც პასუხისმგებელი უნდა არსებობდეს. “ბლაუგრანამ” ფრანგში დიდი თანხა გადაიხადა და ფეხბურთელს მხრებზე მძიმე ტვირთი აჰკიდა.
ვხედავ, რომ ანტუანი თავს დაქვემდებარებულად და არაკომფორტულად გრძნობს. მოუწევს, ან ცოტა დრო მოიცადოს და მდგომარეობას შეეჩვიოს, ან განვითარებისათვის განსხვავებული გზების ძებნა დაიწყოს” – ციტირებს ლასარტეს სიტყვებს Marca.



"ბლაუგრანამ" ფრანგში დიდი თანხა გადაიხადა და ფეხბურთელს მხრებზე მძიმე ტვირთი აჰკიდა.
და ეგეც ჩვენი ბრალია? მერე მოეცათ იაფად რა უარს ვიტყოდით. ეს ვერ არის მე მგონი. ალბათ იმიტომ არის რო არც დემბელე გამოგვადგა არც კოუტინიო, იქაც იგივე სიტუაციაა?
და ეგეც ჩვენი ბრალია? მერე მოეცათ იაფად რა უარს ვიტყოდით. ეს ვერ არის მე მგონი. ალბათ იმიტომ არის რო არც დემბელე გამოგვადგა არც კოუტინიო, იქაც იგივე სიტუაციაა?
და ვაბშე, მაგას რო არ გაეხურებინა ორი წლის წინ და კონტრაქტი არ გაეგრძელებინა ატლეტიკოში, თან კიდევ ვიდეოები არ გამოეშვა რატომ არ წავიდა ბარსაში. ყველაფერი უკეთ იქნებოდა. მოგვცემდნენ იაფად და არც ტვირთი არ ექნებოდა ზურგზე ისე რო მოკითხოს ისევ გრიზმანს.
გრიზის იმედი კი მაქვს რადგან ძალიან შრიმის მოყვარეა.. დიდ სამუშაოს წევს