“ბარსელონამ” საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ხელფასების დაქვითვას ეხება. კლუბის მოთამაშეები ამ ამბავს დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდრილან. უკმაყოფილება გამოთქვეს კალათბურთელებმაც.
Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონას” საკალათბურთო გუნდის მოთამაშეები, მიუხედავად ზეწოლისა, ანაზღაურების დაქვითვის პრინციპს არ ეთანხმებიან. ამავე გამოცემის ინფორმაციით, კლუბის მთავარი მენეჯერი ნაჩო როდრიგესი მოთამაშეებს ემუქრებოდა, რომ თუკი კალათბურთელები შეთავაზებას არ დათანხმდებოდნენ, ტიტულებისთვის დამატებით საბონუსე ანაზღაურებას დაკარგავდნენ.
MD იმასაც ამბობს, რომ მოთამაშეები უარზე არიან კოლექტიური მოლაპარაკებები წარიმართოს, ამიტომ შეთანხმება სათითაოდ შედგება.
ნიკოლა მიროტიჩი კი ერთ-ერთი იმ გამონაკლისთაგანია, რომელიც ხელფასის დაქვითვას დასთანხმდა. მონტენეგროელმა გადაწყვეტილება ჟოზეპ მარია ბართომეუსთან პირდაპირი კომუნიკაციის შემდეგ მიიღო.



ჩუმად იყვნენ. სახში ზიან არც ფული ეხარჯებათ ბევრი არც არაფერი და არც დაკლება უნდათ. 70% უნდა დააკლონ ვაფშე ყველას რო მართლა არ გაკოტრდეს გუნდი სხვა გზა არ არის. თორე ეგ რო არ ქნამ ეხლა ვერც ტრანსფერებს გააკეთებენ და შემდეგი წელი იქნება ეხლანდელზე ბევრად უარესი
ფეხბურთელებმა დაიკლეს და ესენი ვინ ჩემი მზეები არიან