workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრაკოვია: ერთი დღე მოურინიოსთან სახლში

კრაკოვია: ერთი დღე მოურინიოსთან სახლში

კრაკოვიას სერიები გრძელდება. დღეს შემოგთავაზებთ ვიდეოს, სახელწოდებით – ერთი დღე მოურინიოსთან სახლში. ვიდეოს თან ახლავს სუბტიტრები რუსულ ენაზე.   

ერთხელ მოურინიოსთან სახლში

 

მოუს ცოლი: სად დაეხეტები, ჟოზე? იქნებ მეგობრებთან ერთად ხარ? მოურინიოს მეგობრები? აი, შენც მოხვედი ჟოზე! როგორც იქნა!

მოუ: მე არაფერში არ ვარ დამნაშავე! საცობში მოვყევი! შუქნიშნებს რაღაც დაემართათ და რამდენიმე ქუჩაზე გავლა მომიხდა!

მოუს ცოლი: კარგი, კარგი!

მოუ: გარდა ამისა, პოლიციელმა ჯარიმა გამომიწერა! იმიტომ რომ… თავად იცი! არსებობს წესები მოურინიოსთვის და წესები სხვებისთვის…

 

მოუს შვილი: მამა, შენ დაწვი ეს ტოსტები?

მოუ: მე არაფერში დამნაშავე არ ვარ! მათ ძალიან ძლიერი ტოსტერი მოგვყიდეს, ხოლო პური ძალიან ადვილად იწვის! ხოლო გვარდიოლას ამაზე უკეთესი ტოსტერი მიყიდეს!

მოუს ცოლი: დილა მშვიდობისა! ოხ, ეს სიმართლეა! ჩვენ ბიჭი გვყავს! მე მეგონა შენ შვილთან დაკავშირებით მოიგონე, როდესაც ”ვილიარეალის” გულშემატკივრების პროვოცირება მოახდინე! მე შენ მიყვარხარ!

 

მოუ: პენალტი! პენალტი!!!

მოუს შვილი: მამა, ეს არასწორად კიდია!

მოუ: ახ, დიახ! ჩარჩო არასწორად კიდია და ეს ჩემი ბრალია!

მოუს შვილი: ხო მაგრამ, შენ დაკიდე ის.

მოუ: ჩარჩო არასწორად არ კიდია! ეს იმის ბრალია, რომ დანარჩენი სამყაროა გამრუდებული! ღმერთმა, რომელიც ჩემზე გიჟდება, აიძულა მთელი სამყარო, რომ გამრუდებულიყო. მე არაფერში არ ვარ დამნაშავე! მე ვიყიდდი…

მოუს შვილი: 11 ფეხბურთელს… შენ მუდამ ამას იმეორებ!

მოუ: არა, არა, არა! მე ვიყიდდი ”ლეიკოპლასტირს”, იმიტომ, რომ თითი გავიჭერი! და მე არაფერში არ ვარ დამნაშავე! ყველაფერში დამნაშავეა ჩაქუჩი!

 

მოუს ცოლი: ნუთუ ისევ…

მოუ: ძვირფასო, მე არაფერში არ ვარ დამნაშავე! ეს შენ ანაწილებ დროს არასწორად! და შენ არ მაძლევ საკმარის დროს, რომ დავისვენო! და სწორედ ამის გამოა ეს შეუძლებელი! თუ შენ ჩემი არ გჯერა, ბიოქიმიკოსს ჰკითხე.

მოუს ცოლი: კი, რა თქმა უნდა! მიზეზები! კვლავ მიზეზები!

მოუ: ეს მიზეზები არ არის, ეს სიმართლეა! გარდა ამისა, ისინი მე ზურგს უკან დამცინიან!

მოუს ცოლი: ვინ დაგცინის? მე არ დაგცინი!

მოუ: შენ არა! ხალხი, მომდევნო სკეტჩიდან…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში