ვერნერი გამოირიცხა – ვინ იქნებიან “ბარსას” პრიორიტეტები

ვერნერი გამოირიცხა – ვინ იქნებიან “ბარსას” პრიორიტეტები

კორონავირუსის პანდემიის გამო, “ბარსელონამ” 60 მილიონი იზარალა. რა თქმა უნდა, შემცირებული ბიუჯეტი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე უარყოფითად აისახება.

Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიელებმა “რედ ბულ ლაიფციგის” ფორვარდის, ტიმო ვერნერის ტრანსფერი გამორიცხეს. შესაბამისად, მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე პრიორიტეტული მხოლოდ ორი ფეხბურთელი იქნება – ლაუტარო მარტინესი და ნეიმარი.

რაც შეეხება ვერნერს, როგორც ინფორმაცია გავრცელდა, ის “ინტერსა” (სწორედ ლაუტაროს შემცვლელად) და კლოპის “ლივერპულს” სურთ.

საინტერესოა, რომ შედარებით ნაკლებფასიანი მოთამაშეები კატალონიელთათვის უფრო ხელსაყრელები იქნებიან. მაგალითად, ვრცელდება ცნობები ვილიანთან დაკავშირებით, რომელსაც “ჩელსისთან” კონტრაქტი ივნისში ეწურება. არის კიდევ ერთი ვარიანტი – “ბაიერნის” უნივერსალი, დავიდ ალაბა, რომლითაც კატალონიური კლუბი ადრეც ინტერესდებოდა.

შესაძლოა, ბიუჯეტური კრიზისის გამო კლუბმა მცველებისათვის ბრძოლაზე უარი თქვას. მათ შორის არიან: დაიო უპამეკანო (“ლაიფციგი”), დანიელე რუგანი (“იუვენტუსი”) და, 20 წლის უნიჭიერესი უკანახაზელი, ალესანდრო ბასტონი (“ინტერი”).

ასევე “ბარსელონასთვის” მიუწვდომელი იქნება “ბაიერ ლევერკუზენის” 20 წლის ლიდერი, კაი ჰავერტცი, რომელიც 100 მილიონ ევროდაა შეფასებული.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • Bakero
    20 მარ 2020, 21:12

    ციტატა: basa7

    ციტატა: Bakero
    არადა ზუსტად ეს არის დღეს ყველაზე კარგი ვარიანტი (სუბიექტური ვარ რასაკვირველია)


    მეც მაგ აზრზე ვარ, მეც რატომთაც ყველაზე მეტად ეს ჩაჯდება მგონია


    ესენი ხომ ყველაფერს უკუღმა აკეთებენ ერთადერთ შანსს ბართომეუს წასვლაში ვხედავ თორემ ეგ კიდევ უარესებს იზავს სამწუხაროდ

  • basa7
    20 მარ 2020, 18:24

    ციტატა: Bakero
    არადა ზუსტად ეს არის დღეს ყველაზე კარგი ვარიანტი (სუბიექტური ვარ რასაკვირველია)


    მეც მაგ აზრზე ვარ, მეც რატომთაც ყველაზე მეტად ეს ჩაჯდება მგონია

  • nika 54
    20 მარ 2020, 15:37

    მერე კორონავირუსმა დააზარალა და კიდევ შეზღუდვები, აპატიონ ყველას ამ წელს ფეირ პლეის დარღვევა და მომავალ წელს გაასწორონ ანგარიშები, რა არ შეიძლება? აგერ ტრამპი 1 ტრილიონს ამზადებს რო კრიზისი არ დაეწყოთ ამ ვირუსის გამო. ერთი ტრილიონი=1000მილიარდი=1000000 მილიონს ანუ მილიონს კვადრატში. და რა გახდა ეს 200-300მილიონები რო გუნდებს სულის მოთქმა აცალონ. მარტო ბარსა ხო არ არის ამ დღეში, ყველა გუნდს ზარალი აქვს მთელ მსოფლიოში.

  • Bakero
    20 მარ 2020, 15:14

    არადა ზუსტად ეს არის დღეს ყველაზე კარგი ვარიანტი (სუბიექტური ვარ რასაკვირველია)

  • M10 S9 D11
    20 მარ 2020, 15:10

    ფუ თქვენი დედა მივაცენზურე 60 მილიონად ნაჩუქარია ეს ბიჭი არა 100 მილიონზე მეტი უნდა გადაიხადოთ ლაუტაროში რომელიც ფორვარდიც კი არაა ფუ თქვენი რაა

  • nikusha
    20 მარ 2020, 14:55

    გასაშვებია: რაკიტიჩი (25 მლნ), ვიდალი (25 მლნ), კოუტინიო (120 მლნ), სემედუ (50-60 მლნ), დემბელე (100 მლნ), რაფინია (20 მლნ), ფირპო, პუიგი (იჯარა) = 340-350 მლნ

    მოსაყვანია: ტოდიბო, კუკურელია, მუსა ვაგე, ემერსონი, ალენია (დაბრუნება), ლაუტარო (111 მლნ), ნეიმარი (130-150) მლნ , დე ბეეკი (50-60 მლნ), უპამენკანო (50 მლნ)

    ტერ შტეგენი
    ემერსონი-უპამენკანო-ლენგლე-ალბა
    ვან დე ბეეკი-დე იონგი-არტური/ალენია
    მესი-ლაუტარო-ნეიმარი

    ნეტუ
    მუსა ვაგე-ტოდიბო-უმტიტი/არაუხო-კუკურელია
    ს.რობერტო-ბუსკეტსი-კოლიადო
    გრიზმანი-სუარესი-ბრაითვეიტი +

    არაუხო და კოლიადო დასაწინაურებელია, ხოლო მაგის შემდეგ სეზონში ალბას და ბუსისაც გავუშვებდი და ო.ბუსკეტსს + ფირპოს დავიბრუნებდი. კუკურელია ჩაჯდებოდა სასტავში ხოლო ფირპო სკამზე და იდეალური შემადგენლობა იქნებოდა. მაგის შემდეგ სეზონში კი სუარესიც წავა უმტკივნეულოდ და ტრინკაო, ფატი, მატეუშ ფერნანდესიც გვეყოლებოდა მოკლედ ძალიან მაგარი ახალგაზრდული და ღრმა შემადგენლობა გამოდის
    mwvrTneli ten haag an gvardiola

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    20 მარ 2020, 13:30

    ჩემი ოცნებაა კიმიხი და დე ბრუინი. პირველს კოუში გაცვლიდა კარგი პრეზიდენტი. დებრუინის გადმოყვანის შანსი სამწუხაროდ არ გვაქვს(სიტის ლეგენდობა სურს და არ წავა გუნდიდან), ამიტომ ვან დე ბეკი იქნება იდეალური,უდიდესი პოტენციალი აქვს და 10 წელი გვეყოლება მსოფლიოში საუკეთესო ცენტრი.

    ალაბაც მინდა მარცხენა ფლანგზე,მაგრამ მაგის მოყვანის თავი არა აქვს პერესის მონას.